ასთმის სამკურნალო შესანიშნავი წამალი ხალხური მედიცინისგან!

ასთმის სამკურნალო შესანიშნავი წამალი ხალხური მედიცინისგან!
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სულის ხუთვის შეტევებით. მას საფუძვლად უდევს ბრონქების გამავლობის დარღვევა - გამოწვეული ბრონქიალური მუსკულატურის სპაზმითა და ბრონქების ლორწოვანის შეშუპებით.
როგორც წესი, შეტევა იწყება ღამით: ავადმყოფები უჩივიან ჰაერის უკმარისობას, გაძნელებულ სუნთქვას, ხველას და ქოშინს.
დაავადება დაკავშირებულია ალერგიასთან და შეიძლება განპირობებული იყოს მემკვიდრული განწყობითაც. თერაპია გულისხმობს შეტევის კუპირებას, ალერგენების და არახელსაყრელი ფაქტორების განსაზღვრას.
ხალხური მედიცინა ასთმის მკურნალობაში იყენებს ბალზამს, რომლის ძირითადი კომპონენტია ბოლოკი.

ასთმის სამკურნალო რეცეპტი ასეთია:
ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი -120 მლ
  • ალოეს წვენი - 120 მლ
  • ჭარხლის წვენი - 120 მლ
  • ხახვის წვენი - 120 მლ
  • ლიმონის წვენი - 30 მლ
  • შტოშის წვენი - 20 მლ
  • სპირტი - 120 მლ
  • თაფლი ( თხელი ) - 40 გრ
  • შაქარი - 40 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
ერთმანეთს შევურიოთ ბოლოკის, ალოეს, ჭარხლის და ხახვის წვენი, დავუმატოთ შტოშის და ლიმონის წვენი, შაქარი და თაფლი, ბოლოს სპირტი. მომზადებული საშუალება მივიღოთ 20 მლ 3 - ჯერ დღეში 30 წთ - ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 1 თვე. წამალი შევინახოთ მაცივარში.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი