კბილის ტკივილის სამკურნალო უძველესი და ორიგინალური საშუალებები!
კბილის ტკივილი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერია უსიამოვნებებს შორის. მას ყველაზე აუტანელი ტკივილი ახასიათებს. გთავაზობთ ამ უსიამოვნო ტკივილის სამკურნალოდ ძველებურ მეთოდებს, რომელიც მართლაც ეფექტურად ხასიათდება.
- ბალახი ხარისთვალას ძირები მოვხარშოთ და გამოვილოთ პირის ღრუში. მტკივნეულ ადგილას შევეცადოთ ხსნარი გავაჩეროთ დიდი ხნით. აღნიშნული პროცედურა გავიმეოროთ რამდენჯერმე, 3 - 5- ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში.
- ავიღოთ ღორის ქონის ( გაუმდნარი ) ნაჭერი, სასურველია ნაკლებად მარილიანი. დავადოთ მტკივნეულ ადგილას ღრძილსა და ლოყას შორის და დავტოვოთ 15 - 20 წთ - ის განმავლობაში სანამ ტკივილი არ დაწყნარდება.
- მტკივნეულ მხარეს ყურში უდებენ მრავალძარღვას ფოთოლს და ტოვებენ ტკივილის შეჩერებამდე. ნახევარ სთ - ში ტკივილი წყდება.
- ხელების მტევნების შიგნითა მხარეზე ისვამენ ნიორს. წვრილად დავჭრით ნიორს და დავიდებთ პულსის ადგილას. თუ კბილი ტკივა მარჯვენა მხარეს, ნიორს დავიდებთ მარცხენაზე და პირიქით. სახვევს შევახვევთ მჭიდროდ.
ნიორს დავიდებთ ნაჭერზე ( შიშველ ადგილზე არ შეიძლება ). მერე შევახვევთ.