როგორ ვუმკურნალოთ ძლიერ ხველას 3 დღეში? უებარი წამალი მთელი ოჯახისთვის

როგორ ვუმკურნალოთ ძლიერ ხველას 3 დღეში? უებარი წამალი მთელი ოჯახისთვის
შემოდგომა შესანიშნავი პერიოდია - კაშკაშა ფოთლები, მყუდრო საღამოები ფინჯანი ჩაის თანხლებით, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვე... მაგრამ ფოთოლცვენასთან მოდის სიცივე და სინესტეც. ამ დროს გაცივებაც იოლია. ამიტომ, Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ 5 ნაცად საშუალებას, რომლებიც ბავშვებსაც კი დაეხმარებათ!



ხველის სხვადასხვა სახეობის მკურნალობა

ფარინგიტი, ბრონქიტი


500 გრ თხილი დანაყეთ, დაამატეთ 300 გრ თაფლი, 100 გრ ალოეს წვენი, 4 ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ. ნარევი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. დოზები ბავშვებისთვის - 1 ჩ.კ. დიდებისთვის - 1 ს.კ.

გაცივება, ფარინგიტი, ჩახლეჩილი ხმა

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1 ჭიქა ძახველი და ¾ ჭიქა შაქარი ან თაფლი. მიღებულ მასას დაუმატეთ 1 ლიტრი მდუღარე წყალი. ასეთი სასმელი შეგძენთ ენერგიას და მოგაცილებთ უსიამოვნო სიმპტომებს.

სველი ხველა


არავის უყვარს აბების ყლაპვა მთლიანად. და არც არის საჭირო! გახსენით ხველის ჩვეულებრივი აბები, რომლების შემადგენლობაში თერმოფსისის ექსტრაქტი შედის, ცხელ დამტკბარ ჩაიში ან წყალში. დალიეთ დღე-ღამეში 3-4-ჯერ. ეფექტი მალევე შესამჩნევი იქნება.

მშრალი ხველა

შეურიეთ ¼ ჭიქა დარბილებული კარაქი და კვერცხის გული. დაამატეთ შაქარი გემოვნებით. მიიღეთ 2 ჩ.კ. საშუალება დღეში 2-ჯერ.

ხველა და ხმის ჩახლეჩვა

აადუღეთ ჭიქა წყალი, ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა ქიშმიში. გახეხეთ ხახვი და დაწურეთ. დაამატეთ 1 ს.კ. ხახვის წვენი ნახარშში. დალიეთ საშუალება ძლის წინ ან მიიღეთ დღეში 3-ჯერ ულუფებად დაყოფილი სასმელი ჭამამდე 20 წუთით ადრე.