საკმარისია ცხიმის ატანა! არსებობს სანდო მეთოდი, რომლითაც ყველაზე ზარმაცებიც კი წონას იკლებენ

საკმარისია ცხიმის ატანა! არსებობს სანდო მეთოდი, რომლითაც ყველაზე ზარმაცებიც კი წონას იკლებენ
Fpaparazzi-ს რედაქცია განაგრძობს წონაში დაკლების მსურველების გახარებას. ამჯერად, ვისაუბრებთ უნახშირწყლო დიეტაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კომფორტული და მოქმედია გასახდომად.



გახდომა ლოზუნგით „ჭამე და გახდი!“ რეალურია! სწორედ ამ დიეტას მიმართავენ სპორტსმენები, როდესაც სურთ ცხიმის ნადებისგან სწრაფად გათავისუფლება, რათა კუნთები უფრო რელიეფურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. მათთვის კი ვინც სპორტისან შორსაა, ეს გახლათ საშუალება, დაიკლონ წონაში მკაცრი შეზღუდვების გარეშე.



უნახშირწყლო დიეტის წარმატების ფორმულა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მენიუ მხოლოდ ცილებისა და ცხიმების მოხმარებაზეა დაფუძნებული, ახშობს შიმშილის გრძნობას და ცხიმის წვის მექანიზმს ამოქმედებს. დიეტის დაცვა იოლია, მაგრამ კვება მკაცრი სქემით მლოდოდ 1 კვირის განლავლობაშია დაშვებული, რათა ღვიძლსა და თირკმლებს ზიანი არ მიადგეს.



დაშვებული პროდუქტები

  1. ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი, ასევე სუბპროდუქტები განუსაზღვრელი რაოდენობით.
  2. თევზი და ზღვის პროდუქტები.
  3. კვერცხი, მაგარი ყველი - ნებისმიერი რაოდენობით, ხაჭო და კეფირი - პერიოდულად.
  4. ბოსტნეული: კიტრი, კომბოსტო, ნიახური, თალგამი, სალათის ფურცლები, სოკო.
  5. ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსი, ვაშლი და ატამი.
  6. ცხიმების დამატებითი წყარო - თხილი, მზესუმზირისა და გოგრის თესლი.
  7. სასმელები: ჩაი, ყავა, ჩირის კომპოტი, კენკრის წვენი - ყველაფერი უშაქროდ.
  8. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის დაშვებულია მცირე რაოდენობით წიწიბურა, ბარდა, შვრია.




აკრძალული პროდუქტები

  1. ნებისმიერი ტკბილეული, ტკბილი ხილი (ყუძენი, ბანანი)
  2. ნახევარფაბრიკატები: ძეხვი, პელმენი, სწრაფი მომზადების პროდუქტები.
  3. ბურღულეული, ფქვილის შემცველი პროდუქტები.
  4. ბოსტნეული: კარტოფილი, სტაფილოჭარხალი, სიმინდი.
  5. ალკოჰოლი, რათა მადა არ აღგეძრათ.


უნახშირწყლო დიეტა დაყოფილი კვების პრინციპზეა აგებული (დღეში 5-6-ჯერ). თეფშზე დაახლოებით 300 გრ ხორცი ან თევზი, 150 გრ ბოსტნეული და მწვანილი უნდა იყოს. ციტრუსი, თხილი და წვენი - დესერტად.



უნახშირწყლო დიეტის დაახლოებითი მენიუ

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი ყველი, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი: მოხარშული ან გამომცხვარი ქათმის ფილე, ბოსტნეული, 1 ნაჭერი ყველი.
სამხარი: 1 მუჭა თხილი, ½ გრეიპფრუტი.
ვახშამი: მოხარშლი მწვანე ბარდა, 1 ნაჭერი ქათმის ფილე ან თევზი.
გვიანი ვახშამი: 200 მლ კეფირი.



მნიშვნელოვანი წესი: ჭამამდე 30 წუთით ადრე დალევა არ შეიძლება, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში 1,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ.
1-კვირიანი მკაცრი კურსის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო ლმობიერ რეჟიმზე, რომელიც შეესაბამება ჯანსაღი კვების წესებს.