ჩვენ თავად ვანადგურებთ საკუთარ თირკმელებს. 10 ჩვევა, რომელიც დაუყონებლივ უნდა დაივიწყოთ

ჩვენ თავად ვანადგურებთ საკუთარ თირკმელებს. 10 ჩვევა, რომელიც დაუყონებლივ უნდა დაივიწყოთ
თირკმლები ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ამ ბუნებრივი ფილტრს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს - სისხლის გაწმენდა ტოქსინებისგან, მიკრობებისა და ინფექციებისგან. ასევე თირკმლები არეგულირებს წყლისა და მარილის ბალანსსა და წნევას. ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ დღეს Fpaparazzi-ს რედაქცია გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ არ ვაფასებთ სათანადოდ ამ ორგანოს მუშაობას...

ჩვენ თავად ვანადგურებთ საკუთარ თირკმელებს. 10 ჩვევა, რომელიც დაუყონებლივ უნდა დაივიწყოთ

უმეტესეობა ჩვენგანისთვის ნაცნობია ეს ჩვევები, მაგრამ მათ მავნებლობაზე არც კი ვუფიქრდებით. მოდით, დავასრულოთ ისინი, რათა თირკმლები და საკუთარი თავი დავიცვათ დაავადებებისგან. ამაოდ კი არ ამბობენ, რომ ადამიანი ჯანმრთელია, თუ ჯანმრთელი თირკმლები აქვსო.

თირკმლების მოსპობის ხერხები


ალკოჰოლი და მოწევა

უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ ალკოჰოლის მოხმარება და მოწევა ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. მავნე ჩვევები აუარესებს თირკმლების მუშაობას, რადგან ვერ უმკლავდება დიდი ოდენობით ტოქსინების მოზღვავებას.

უძილობა


საქმე იმაშია, რომ ღამით თირკმლების ქსოვილი განახლდება. თუ მუდმივი უძილობა გაქვთ, ეს პროცესი არასრულად ტარდება, რასაც შეიძლება ორგანოზ მშაობის დაღვევა გამოიწვიოს.

კოფეინის დიდი ოდენობით მოხმარება

აი, რატომ ვერ იძინებთ... ყავაში, სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელებში შემავალი კოფეინი დიდი დოზებით, მავნებელია მთლიანი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით თირკმლებისთვის. მას ძლიერი შარდმდენი თვისებები აქვს, რაც ასუსტებს ორგანიზმს და თიტკმლებზე დამატებით დატვირთვას აძლევს.

ცხოვრების პასიური წესი


მჯდომიარე სამსახურის მქონეებს ხშირად უჩნდებათ თირკმლების პრობლემები. სისხლის სწორი ცირკულაციის აღსადგენად, ყოველ საათში შეასრულეთ მცირე ვარჯიშები ან გიმნასტიკა. რეგულარული ვარჯიში აგარიდებთ თირკმლებში კენჭების წარმოშობას.

B6 ვიტამინის უკმარისობა


თირკმლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა ყოველდღიურად 1,3 მლ В6 ვიტამინის მიღება. მას შეიცავს ფრინველი, თევზი, კარტოფილი და მრავალი ხილი გარდა ციტრუსისა.

შარდის შეკავება


შარდის ბუშტში შარდის ხშირი შეკავება იწვევს თირკმლების უკმარისობას. ამიტომ, გახსოვდეთ წესი: როგორც კი მოგინდებათ, მალევე გაითავისუფლეთ შარდის ბუშტი.

ნატრიუმის ზედმეტი რაოდენობა


ნატრიუმის ძირითადო წყარო გახლავთ მარილი. თუ მას დიდი ოდენობით მოიხმართ, თირკმლები ვერ გაუმკლავდება სამუშაოს. დღე-ღამის ნორმა 5-6 გრამი მარილია ადამიანისთვის. რჩევა: დააკელით მარილი კერძებს, მალე მიეჩვევით და უკეთ აღიქვამთ კერძების გემოს.

გაუაზრებელი დიეტები

დიეტები, რომლებიც ორგანიზმში ცხიმს წვავენ, არსობრივად აშიშლვლებენ თირკმლებს და აცილებენ მას დაცვას. შედეგად მათზე ორმაგი დარტყმა მოდის: ფილტრავენ სისხლს დარღვეული ბალანსით და არ იღებენ სასარგებლო ნივთიერებებს.

ზედმეტი ცილები

ცილები ცხიმის მსგავსად გროვდება ორგანიზმში, ამიტომ ზედმეტი ცილა ზრდის თირკმელზე დატვირთვას. თუ თირკმელი ვერ უმკლავდება მათ გამოდევნას, მაშინ წარმოიქმნება კენჭები.

წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება


თირკმლების სწორად ფუნქციონირებისთვის, ისევე როგორც სხვა ორგანოებისთვის, საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება წყალი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოდევნის ორგანიზმიდან ყველა მავნებლობას!

თირკმლების ჯანმრთელობა შენს ხელშია! გათავისუფლდი ამ მავნე ჩვევებისგან და იგრძენი თავი გაცილებით უკეთ!