ძლიერი და სქელი თმის ბოშური რეცეპტი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვემადლიერები
ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში შეხვდებით თმის მოვლის უამრავ საშუალებას. ყოველი ბოთლი გიზიდავს ლამაზი შეფუთვით და რეკლამით, რომ წარმოუდგენელ ეფექტს მიაღწევთ მათი გამოყენებით, თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ თმის გაჯანსაღება შინაურ პირობებშიც შეიძლება.
Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ შინაური ლოსიონების 4 რეცეპტს, რომლებიც ხალხში ცნობილია როგორც ბოშური. გინახავთ ოდესმე ბოშა ქალი ლამაზი თმის გარეშე? ყველა საშუალება შემუშავებულია ნატურალური პროდუქტებისგან, რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოში მოიპოვება და რომლების მომზადება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
თაფლი
შეურიეთ 1 კვერცხი 1 ს.კ. თაფლთან და 2 ს.კ. ზეითუნის ზეთთან. წაისვით მასა თმაზე, შეიხვიეთ თავი პირსახოცით და გააცხელეთ ფენით. 15 წუთში დაიბანეთ თავი თბილი წყლითა და შამპუნით.
კონიაკი
ათქვიფეთ 1 კვერცხის გული და 2 ს.კ. კონიაკი, შეიზილეთ თავის კანზე. 15 წუთში დაიბანეთ გვირილის ნახარშით.
ბოშური
დაჭერით ხახვი, დაასხით 0,5 ჭიქა რომი ან კონიაკი. 24 საათში დაწურეთ და შეიზილეთ კანზე ყოველდღე. ცოტათი უსიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ ეს საშუალება გამელოტებასაც კი შველის.
კვერცხი
შეურიეთ 2 კვერცხის გული და 1 ჭიქ თბილი წყალი. წაისვით მასა თმაზე და დაიტოვეთ 1 საათით. საშუალება შამპუნის გამოყენების გარეშე უნდა ჩამოიბანოთ.
მოვლილი თმა მთლიან იმიჯს განუმეორებელ იერსახეს სძენს მიუხედავად იმისა, მოკლე თმა გაქვთ თუ გრძელი. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და მოაწყვეთ პატარა სპა-სალონი შინაურ პირობებში.