დაზიანებული თმის აღსადგენი ნიღბის გამოცდილი და ეფექტური რეცეპტი

დაზიანებული თმის აღსადგენი ნიღბის გამოცდილი და ეფექტური რეცეპტი
ამ ნიღბის რეცეპტი ძალზედ მარტივია, მაგრამ თმა მის შემდეგ სალონური პროცედურის ეფექტს იღებს. იგი საუკეთესოა თმის აღსადგენად!

ინგრედიენტები:
  • 0,5 ჭიქა კეფირი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. თხელი თაფლი
  • 1 ჩ.კ. ნებისმიერი ბალზამი
  • 2-3 ს.კ. კარტოფილის სახამებელი

მომზადების წესი:

უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. გააცხელეთ შერეული ინგრედიენტები წყლის აბაზანაზე, წაისვით დაბანილ და პირსახოცით გამშრალებულ თმაზე, დაიფარეთ აბაზანის პოლიეთილენის ქუდი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ მინიმუმ 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით და გაივლეთ კონდიციონერით.