ქალებმაც და მამაკაცებმაც აუცილებლია იცოდეთ ეს ყველაფერი კანის ჰიგიენაზე...
კანი ადამიანის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სხვა ორგანოებისა და სისტემების, მათ შორის - იმუნური სისტემის, ფუნქციობა და, საზოგადოდ, ორგანიზმის სიჯანსაღე. კანს ორგანიზმის სარკესაც უწოდებენ. ის მონაწილეობს სუნთქვისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ასრულებს სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას. კანის ფორებით ორგანიზმიდან გამოიყოფა დიდი ოდენობით წიდა და ტოქსინი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელი და მოვლილი კანის მქონე ადამიანი გაცილებით მომხიბვლელად გამოიყურება. ამიტომაც კანის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. კანის ჰიგიენა, უპირველეს ყოვლისა, მისი სისუფთავის დაცვასა და რეგულარულ მოვლას გულისხმობს.ამისთვის კანის წყლით დაბანაა საჭირო. წყლის მოქმედება შეიძლება საპნითა და ღრუბლით გავაძლიეროთ. ამ უკანასკნელთა მეშვეობით (სრესითა და ხახუნით) კანის გარქოვანებული უჯრედები და დალექილი ჭუჭყი უფრო ადვილად ჩამოიფცქვნება. ამის კვალობაზე, ადვილადვე იხსნება დაცობილი საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები. რამდენადაც კანის გამონაყოფს ცხიმოვანი ბუნება აქვს, მისი ჩამობანა უმჯობესია ცხელი წყლით. ცხელი წყალი არა მარტო მექანიკურად ჩამორეცხავს არასასურველ ჭუჭყსა და გამონაყოფს, არამედ აფართოებს კანის ფორებს და ხელს უწყობს კანის უკეთ გასუფთავებას.
ცივი წყლით სასარგებლოა შხაპი და ტანის დაზელა.
დაბანა საჭიროა დღეში ორჯერ - დილა - საღამოს. ფორებში დაგროვილი მტვერი და მიკრობები ხელს უშლის ქონის გამოყოფას, აფერხებს კანის სუნთქვას, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შეწოვას. თუ ნორმალური ან ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი საპონი ან შხაპის გელი გამოიყენოთ, მშრალი კანის შემთხვევაში კი ბავშვის საპნის გამოყენებაა რეკომენდებული (რბილი საპონია, არ შეიცავს ტუტეს და სხვა გამაღიზიანებელ კომპონენტებს). გარდა ამისა, აუცილებელია დამატენიანებელი კრემებისა და ზეთების შეზელა. საპნისა თუ გელის შერჩევისას სიფრთხილე, დაკვირვება და ყურადღებაა საჭირო. დასაბანი თუ დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებები უწყობენ ხელს, ამიტომაც ყოველდღიური შხაპის დროს საკმარისია, საპნით მხოლოდ იღლიის ფოსოები, სასქესო ორგანოები და ტერფები დავიბანოთ. სხეულის სხვა ნაწილების დასაბანად თბილი წყალიც საკმარისია.
თავი დაანებეთ მოწევას! ის მავნებელია კანისთვის, აჭკნობს და აბერებს მას!
ცნობილია, რომ ნიკოტინი დამღუპველად მოქმედებს ადამიანის კანზე. საქმე ის არის, რომ თამბაქოს კვამლში შემავალ ნივთიერებებს ვაზოკონტრიქტორული ეფექტი ახასიათებს - მათი ზემოქმედება წვრილი სისხლძარღვების სპაზმსა და შევიწროებას იწვევს. ამის შემდეგ ქსოვილების სისხლით მომარაგება ირღვევა და უჯრედები საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდიან. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დღეში ხუთ ღერ სიგარეტს მაინც ეწევა, გამუდმებით განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე. ორი წლის განმავლობაში რეგულარული მოწევა საკმარისია, რომ კანის ცვლილებები შესამჩნევი გახდეს. კოსმეტოლოგები ამ პროცესს თამბაქოსეულ ტრანსფორმაციას უწოდებენ. ეპიდერმისი (კანის ზედაპირული, ეპითელური შრე), რომელიც მუდმივად განიცდის სისხლის მიმოქცევის დეფიციტს, ფერს კარგავს და ჭკნება, ეცვლება ტექსტურა და სიმკვრივე. ერთი სიტყვით, იძენს პათოლოგიურ ნიშანთა კომპლექსს, რომელსაც კოსმეტოლოგები მწეველთა კანს უწოდებენ. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებები ერთგვარი გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს ცილა კოლაგენის დამშლელი ფერმენტებისთვის, კოლაგენის რღვევას კი ძალზე უსიამოვნო შედეგები მოსდევს: კანი სიმკვრივეს კარგავს, ეშვება, ნაოჭდება და ნაადრევად ბერდება.
ქალებსაც და მამაკაცებსაც გირჩევთ:

- გამოიყენეთ ჟანგბადით გამდიდრებული (ჟანგბადოვანი ) კრემები, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა კოსმეტიკაც ამ ტიპის შეარჩიეთ.
- კანის გასაწმენდად და დასარბილებლად რეგულარულად ჩაიტარეთ პილინგი. თუ სპეციალური სქრაბი ხელთ არ გაქვთ, აურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჭიქა არაჟნის ნაღები და 100 გრ მარილი, ამ მასით დაიზილეთ სხეული, განსაკუთრებით - გაუხეშებული უბნები ( იდაყვები, მუხლები და ტერფები).
კანის თავისებურებისა და ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად შეარჩიეთ მკვებავი კრემი და აუცილებლად გამოიყენეთ კანის ელასტიკურობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.