ჰიპერტონიის სამკურნალო ხალხური ეფექტური საშუალება.

ჰიპერტონიის სამკურნალო ხალხური ეფექტური საშუალება.
ჰიპერტონია - მრავალფუნქციური ქრონიკული დაავადებაა, დავაშირებული არტერიული წნევის აწევის გამეორებებთან. ანსხვავებენ ჰიპერტონიის 3 სტადიას - მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს, რაც დამოკიდებულია წნევის მომატების სიმაღლისა და ხანგრძლივობასთან. თითოეულ სტადიას თავისი სიმპტომები გააჩნია: თავის არეში ხმაურითა და ტკივილებიდან - შეუქცევად, კატასტროფულ ცვლილებებამდე გულის, ტვინის, თირკმელებისა და ა.შ. მოქმედებაში. ჰიპერტონიისას რა აკლია ორგანიზმს? უწინარეს ყოვლისა კალიუმის მარილები. ეს მარილები ბევრია კომბოსტოში, გოგრასა და გარგარში და კალიუმის ნამდვილი საწყობია - ასკილის ნაყოფი. შავქლიავი, ჭერმის ჩირი და ქიშმიში.

გთავაზობთ ერთ - ერთ ხალხურ საშუალებას ჰიპერტონიის სამკურნალოდ:

ინგრედიენტები:
  • შვიტის მარცვლები - 5 გრ
  • ჭანგას ფესურა - 5 გრ
  • ღვიის ნაყოფი - 10 ცალი

მომზადების და გამოყენების წესი:
1 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ 1 ლიტრ წყალს, ხარშავენ მანამდე, სანამ ხსნარის მოცულობა 0,7 ლიტრამდე არ შემცირდება. წურავენ, ღებულობენ 1/4 ჭიქას 5 - 6 - ჯერ დღეში ჰიპერტონიის დროს. მკურნალობის კურსი - 40 დღე.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი