ცნობილი ქირურგის დიეტით ერთხელ და სამუდამოდ გავუმკლავდი ჭარბ წონას. თქვენც გირჩევთ

ცნობილი ქირურგის დიეტით ერთხელ და სამუდამოდ გავუმკლავდი ჭარბ წონას. თქვენც გირჩევთ
ცნობილი ქირურგი და საზოგადო მოღვაზე, ფედორ გრიგორევიჩ უგლოვი, რომელმაც 103 წელი იცოცხლა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხნიერი მოქმედი ქირურგი. 100 წლის ასაკშიც კი გამოჩენილი ქირურგი ურთულეს ოპერაციებს წამატებით ატარებდა.

პროფესორი მიიჩნევდა, რომ ჩვენი ორგანიზმის მთავარი მტერი სწორედ ჭარბი წონაა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალ სერიოზულ პრობლემას გვიქმნის და აჩქარებს დაბერების პროცესს, რაც ძალზედ სამწუხაროა.



რა წარმოადგენდა პროფესორ უგლოვის ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის საიდუმლოს? საბჭოთა კავშირის გამოჩენილი ქირურგი მკაცრად იცავდა რამდენიმე მარტივ წესს:

  • სრული უარი ალკოჰოლზე და თამბაქოზე;
  • მკაცრად გასნაზღვრული კვება;
  • მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა;
  • დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 7 საათით გამოძინება;
  • შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა.



სურვილისა და საჭირო მონდომების არსებობის შემთხვევაში ზემოთ წარმოდგენილი თითოეული პუნქტის დაცვა მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, პროფესორი მთავარ აქცენტს სწორედ ჯანსაღ კვებაზე ამახვილებდა. მეტიც, მას შემუშავებული ჰქონდა კვების საოცრად მოქნილი გრაფიკი, რომლის დაცვასაც აბსოლიტურად ყველა ადამიანს ურჩევდა. უგლოვის მიერ შემუშავებული ამ დიეტის დახმარებით ორგანიზმის სრულად გაწმენდა და 1 კვირაში 3-დან 5-მდე ზედმეტი კილოგრამის მოშორებაა შისაძლებელი.



პროფესორ უგლოვის კვების მენიუ 1 დღისთვის:

9:00
1 ფინჯანი შავი ჩაი ან ნატურალური ყავა მცირეოდენი შაქრით (არაუმეტეს 1 ჩაის კოვზისა).

11:00
1 კარგად მოხარშული კვერცხი და 8 ნაყოფი შავი ქლიავი (წინასწარ ჩალბობილი წყალში).

17:00
200 გრამი ქათმის ან თევზის ხორცი (შესაძლებელია ღორის მჭლე ხორციც), 100 გრამი ნედლი ან მოხარშული კომბოსტო და 1 წვნიანი ფორთოხალი.

20:00
საკვების ბოლო ულუფა - 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.



დაიცავით კვების ეს მენიუ 10 დღის განმავლობაში და თქვენ საოცარ ცვლილებებს შენიშნავთ. გარდა წონის დაკლებისა, შეძლებთ ორგანიზმის ტოქსინებისგან და წიდებისგან გაწმენდას, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!