რატომ გვირჩევენ მეცნიერები დღეში 10 ცალ ფინიკის მიღებას

რატომ გვირჩევენ მეცნიერები დღეში 10 ცალ ფინიკის მიღებას
მეცნიერები თვლიან, რომ დღეში 10 ცალი ფინიკი საკმარისია მთლიანად მაგნიუმზე, სპილენძზე, გოგირდზე, სანახევროდ რკინაზე და ერთი მეოთხედით კალციუმზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ფინიკი ოდითგანვე განთქმული იყო თავისი სამურნალო თვისებებით. ითვლებოდა, რომ ფინიკის პალმის ნაყოფი ძალას და ამტანობას იძლევა, ზრდის დღეგრძელობას, ამაღლებს პოტენციას; აძლიერებს გულს, ღვიძლს, თირკმელებს, ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას, იცავს ორგანიზმის მჟავა ბალანსს, ეწინააღმდეგება სხვადასხვა ინფექციებს, მათ შორის, ვირუსებსაც. ფინიკი სასარგებლოა ასევე ანემიის და ჰიპერტონიის დროს, მკერდისა და ფილტვებისთვის, ამშვიდებს ხველას და ხელს უწყობს სისველის გამოდევნას. საკვები ბოჭკოები, რომელსაც ფინიკი შეიცავს, აქვეითებს კიბოს დაავადებების რისკს.



თავის დიეტური თვისებებით ფინიკი შეიძლება შევადაროთ მარცვლეულს. ამინომჟავების 23 სახეობა, რომელსაც ფინიკი შეიცავს, ხილის უმრავლესობაში არ არის. გამხმარი ფინიკი შეიცავს 60 - 65 % შაქარს - ყველაზე დიდ რაოდენობას ხილის სახეობათა შორის. ეს ძირითადად სასარგებლო გლუკოზასა და ფრუქტოზას ეხება. ფინიკის მოხმარების შეზღუდვა სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვისაც სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. ფინიკი სულ იყიდება. აუცილებლად ისარგებლეთ მისი სიკეთით.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმთელობა ყველასათვის