აირიდეთ ინსულტი და სტენოქარდია, დაამარცხეთ ჰიპერტონია და ჭარბი ქოლესტერინი 1 პროდუქტით

აირიდეთ ინსულტი და სტენოქარდია, დაამარცხეთ ჰიპერტონია და ჭარბი ქოლესტერინი 1 პროდუქტით
არსებობს ერთი, მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ჩვენში არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ეს პროდუქტი ფინიკია. ის გაჯერებულია დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებით, რომლებიც თავიდან გვარიდებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორებიცაა: ინსულტი, გულის შეტევა, ქოლესტერინის მაღალი დონე და ჰიპერტონია.

ამ პროდუქტის მიღებიდან სულ რაღაც ორიოდე წუთში ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ჩქარდება, რაც წონის დაკლებაში გვიწყობს ხელს.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩაამატოთ ეს გასაოცარი პროდუქტი თქვენს ყოველდღიურ კვების რაციონში.

ფინიკი მდიდარია რკინით

ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, ორსული ქალბატონებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც ანემიისგან იტანჯებიან.

ფინიკი დაგეხმარებათ დიარეის დამარცხებაში

ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო მინერალია ჩვენი ორგანიზმისთვის. კალიუმი გვიჯანსაღებს მსხვილი ნაწლვის მიკროფლორას და გვეხმარება დიარეის დამარცხებაში.

ფინიკი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას

იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, ჩაალბეთ ფინიკი სუფთა წყალში მთელი ღამით, ხოლო მეორე დილას, გაღვიძებისთანავე ამოჭამეთ ნაყოფი და დალიეთ სითხე.

ფინიკი გვეხმარება წონის გაკონტროლებაში

იმისათვის, რომ დაიკლოთ ან გააკანტროლოთ წონა, მიირთვით რამდენიმე ფინიკი მშიერ კუჭზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გასაოცარი პროდუქტი არ შეიცავს ქოლესტერინს და გვიჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ის წონის დაკლების პროცესს რამდენჯერმე აჩქარებს.

ფინიკი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს

ეს გასაოცარი პროდუქტი გვიწმენდს სისხლძარღვებს და გვეხმარება სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში.

ფინიკი ამაგრებს გულს

მოათავსეთ რამდენიმე ფინიკი სუფთა წყალში და დატოვეთ მთელი ღამით. დილით, გაღვიძებისთანავე ამოჭამეთ ნაყოფი და დალიეთ სითხე.

ფინიკი არეგულირებს არტერიულ წნევას

ადამიანებისთვის, რომლებიც ჰიპერტონიისგან იტანჯებიან, რეკომენდირებულია ყოველდღიურ კვების რაციონში ფინიკის ჩამატება, რადგან ეს პროდუქტი მდიდარია კალიუმით და საერთოდ არ შეიცავს ნატრიუმს. გარდა ამისა, ფინიკის 5-6 ნაყოფი შეიცავს 80 მგ მაგნიუმს, რომელიც ვრცელდება სისხლძარღვების გავლით და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

სტენოკარდია და ინსულტი

როგორც უკვე ვახსენეთ, ფინიკი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ეს უმნიშვნელოვანესი მინერალი თავიდან გვარიდებს ინსულტსა და სტენოკარდიას.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია!