გაიგეთ მეტი, ვაშლის ძმრის უამრავი სამკურნალო თვისებების შესახებ!
ვაშლის ძმარი შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც წარმოადგენს საშენ ( კონსტრუქციულ ) მჟავას და ორგანიზმში უერთდება ტუტე ელემენტებსა და მინერალურ ნივთიერებებს. ის წარმოქმნის ენერგიას, რომელიც ილექება ორგანიზმში გლიკოგენის სახით ( როგორც მარაგი ). ვაშლის ძმრის ზომიერად ხმარება დიდად სასარგებლოა ადამიანებისა და ცხოველებისათვის.
ვაშლის ძმრის გამოყენებით მიღბული დადებითი შედეგების უამრავლი მაგალითი გვაქვს. ის ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, აღადგენს ნორმალურ მენსტრუაციულ ციკლს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, აგრეთვე ხელს უწყობს სისხლის წითელი ბუშტულების წარმოქმნას.
ვაშლის ძმრის გამოყენებით მიღბული დადებითი შედეგების უამრავლი მაგალითი გვაქვს. ის ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, აღადგენს ნორმალურ მენსტრუაციულ ციკლს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, აგრეთვე ხელს უწყობს სისხლის წითელი ბუშტულების წარმოქმნას.
- ვაშლის წვენის ერთ - ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თვისებაა, მასში დიდი შემცველობა კალიუმისა, რომელიც აუცილებელი ელემენტია ორგანიზმის ენერგიის შემუშავებასა და მისი მარაგის შესაქმნელად. აგრეთვე ნერვულ სისტემაში ჰარმონიისა და სიმშვიდის მისაღწევად. ვაშლის ძმარში შემავალი კალიუმი იოლად უერთდება ორგანიზმში ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ერთეულებს, როგორიცაა: კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, სილიციუმი ( კაჟბადი ) და ა.შ.
- ვაშლის ძმარი უნდა მომზადდეს საღი ვაშლისაგან, გამოიყენება მისი კანიც.
- ზემოთქმულის გარდა უნდა აღინიშნოს, რომ ვაშლის წვენს აქვს საოცრად ანტისეპტიკური თვისება ( ანტისეპტიკი - ნივთიერებანი, რომლებიც ხოცავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობას ცოცხალ ორგანიზმში. ანტისეპტიკური - ანტისეპტიკასთან დაკავშირებული; ლპობის საწინააღმდეგო ). ვაშლის წვენით უშუალოდ კანის დაზელა ხელს უწყობს კანის ბევრი დაავადების მკურნალობას, აგრეთვე კანზე ლაქების გაქრობას.
- შოტლანდიაში ვაშლის ძმარს ფართოდ იყენებენ ქუთუთოების ვენების ვარიკოზისა ( ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ვენების დაავადების - კვანძოვანი გაგანიერების ) და გაგანიერების დროს, დაზიანებულ ადგილებს მთელ სიგრძეზე, დილით და საღამოთი უსვამენ ვაშლის ძმარს და ამავდროულად სვამენ 2 - 3 ჭიქა წყალს, რომელშიც დამატებულია 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ძალიან შველის ადამიანს!
- თქვენი სიცოცხლე განისაზღვრება სისხლის მდგომარეობით, რომელიც გამოიყოფა ძვლის ტვინში, აქტიურდება ელენთაში და ცირკულირებს მთელ სისხლძარღვთა სისტემაში. ბუნებრივი , სისტემატური პროცესია სისხლის სრული განახლება ყოველ 28 დღეში და, თუ ეს პროცესი ირღვევა, ჯანმრთელობაც ირღვევა.
ციკლის განახლების ნორმალური ციკლის შესანარჩუნებლად ძალზე ეფექტური საკვებია ბოსტნეულისა და ხილის უმი წვენები, აგრეთვე კარგი ხარისხის ვაშლის ძმარი. - ერთ ჭიქა წყალში გაზავებული 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის დღეში 2 - 3-ჯერ დალევა ჩინებულ შედეგს იძლევა მენსტრუაციის ციკლისას მეტისმეტად ბევრი სისხლდენის, სისხლდენადი ბუასილის, ცხვირიდან სისხლდენის, სისხლდენადი ჭრილობების დროს.
- საჭმლის მომნელებელ სისტემაში მარილმჟავას ნაკლებობისას მას არ ძალუძს ცილების კარგად მონელება, რაც უკვე იწვევს სისხლის წნევის ამაღლებას. როცა ასეთი ვითარებაა, საჭიროა ყოველდღიურად ჭამის წინ ერთიდან სამ ჩაის კოვზამდე ვაშლის ძმრის დალევა. ეს სისხლის წნევას შესამჩნევად წევს დაბლა.