7 რამ, რაც შვილებს მანამ უნდა ასწავლოთ, სანამ 13 წლის ასაკს მიაღწევენ
როგორებიც არ უნდა იყვნენ ბავშვები, მათ ფორმირებაში უდიდესი როლი მიუძღვით მშობლებს. მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, უზრუნველყონ შვილების ცოდნა და უნარჩვევები, რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ.
Fpaparazzi-რედაქცია წარმოგიდგენთ: 7 რამ, რაც შვილებს უნდა ასწავლოთ, სანამ მოზარდის ასაკს მიაღწევენ.
ფინანსების მართვა
13 წლის ასაკს მიღწეული ბავშვი უკვე უნდა ხვდებოდეს ფულადი რესურსების მართვის საფუძვლებს. კარგი იქნება, თუ მშობლები დაელაპარაკებიან, თუ როგორ გამომუშავებენ, როგორ უნდა დახარჯონ და როგორ გასწიონ ეკონომია. რა თქმა უნდა, შეიძლება მისცე მათ უფლება, დამოკიდებლადაც გამოიმუშავონ ფული, მაგრამ აუცილებლად მკაფიოდ უნდა იყოს ფორმირებული ცნება, რომ ფული უსაზღვრო არ არის.
ამოცანების დაგეგმვა
თავიდან მშობლები ეხმარებიან ბავშვებს სკოლაში სიარულში, კლასგარეშე სამუშაოებში და წვეულებებშიც კი. მაგრამ მოზარდის ასაკის მიღწევისას, მათ ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება უწევთ. ამ ასაკის ბავშვები დამოუკიდებლად დგებიან საწოლიდან, ამზადებენ გაკვეთილებს შეხსენების გარეშე. მათ სწორად უნდა მართონ დრო. ამგვარად დროთა განმავლობაში მიხვდებიან, თუ რა ხდება არასწორად გადანაწილებული დროის შემთხვევაში.
თავაზიანი ურთიერთობა
თუ მოზარდს სურს, რომ როგორც დიდს, ისე ეპყრობოდნენ, მან უნდა ისწავლოს სხვა ზრდასრულებთან თავაზიანად მოქცევა. ბევრ მშობელს უძნელდება ამის სწავლება, რადგან მათ ბავშვები სერიოზულად არ აღიქვამენ. მაგრამ მნიშვნელოვანია, დაანახო მათ ყურადღება, რათა პატივი სცენ უფროსებს.
სხეულის მოვლის საფუძვლები
მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს, რა დაეხმარება მათ საკუთარი თავის მოვლაში. ცხოვრების ეს ეტაპი მათთვის ძალიან რთულია: გოგონებმა უნდა იცოდნენ, როგორი თეთრეული ატარონ და როგორ იზრუნონ თავზე მენსტრუაციის დროს. ასევე, უნდა მოუყვეთ რომანტიკული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და ინტიმურ მომენტებზე.
საშინაო ვალდებულებები
მოზარდს, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრებს, უნდა ჰქონდეს საშინაო ვალდებულებები. უნდა იცოდეს ტანსაცმლის რეცხვა, დალაგება სამზარეულოში და თავის ოთახში. საბაზისო კერძების მომზადებაც არ იქნება ურიგო. შესაბამისად, სასკოლო სადილების მომზადების სწავლაც, რისი წყალობითაც შეძლებს ეკონომიის გაწევას.
დამოუკიდებლობა სწავლაში
მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ, შეაქონ შვილები წარმატებებისთვის. არ ღირს, პირველივე სირთულისას გაუწოდო დახმარების ხელი, უმჯობესია, ბავშვმა თავად გაართვას თავი სწავლაში. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ გაკვეთილები დროულად უნდა მომზადდეს მშობლების დახმარების გარეშე.
ორიენტირება გზაში
გზაში ორიენტირება მოზარდს ასე ნანატრი დამოუკიდებლობის გრძნობას შესძენს. კარგი იქნება, თუ GPS და რუკების მიხედვით ისწავლის ორიენტირებას. ეს გამოცდილება გამოადგება ბავშვს, თუ უცხო უბანში მოხვდა ან შემთხვევით დაიკარგა.