7 რამ, რაც ბავშვს თქვენს შესახებ სამუდამოდ დაამახსოვრდება
ხშირად ხდება, როცა ნათესავების გარემოცვაში ხარ, თქვენი ბავშვობის ისტორიებს ისმენ და საერთოდ არ გახსოვს მათ შესახებ. დღეს ჩვენ მოგითხრობთ, მშობლებთან დაკავშირებული რომელი მოგონებები არის ბავშვისთვის წარუშლელი.
1. ერთობლივი გამოცდილება
ბავშვები ვერ დაიმახსოვრებენ თითოეულ სათამაშოს ან ნაყინს, რომელიც უყუდეთ, მაგრამ თუ ამ საჩუქრებს რაიმე დასამახსოვრებელი ისტორია ახლავს, მოგონებები არასოდეს გაქრება. თუ გსურთ, რომ წლების შემდეგ თქვენს შვილს რაიმე მოვლენა გაახსენდეს, გახადეთ იგი დაუვიწყარი!
2. დრო, რომელიც ბავშვისთვის გაათავისუფლეთ
თანამედროვე სამყაროში ხშირად ხდება ისე, რომ მშობლები გამუდმებით ნოუთბუქებში ან ტელეფონებში იქექებიან, შვილებს კი ცალი თვალით გადახედავენ ხოლმე და უგულოდ პასუხობენ მათ შეკითხვებს. სწორედ ამიტომ, ბავშვები დაიმახსოვრებენ იმ დროს, რომელიც მხოლოდ მათ დაუთმეთ სრულად.
3. თქვენი თბილი სიტყვები
ნუ დაივიწყებთ, ბავშვს თბილი სიტყვებით მიმართოთ. იცოდეს თქვენი სიყვარულის შესახებ, იცოდეს, რომ ამაყობთ მისით, რომ ბედნიერი ხართ, რომ ის თქვენი შვილია.
4. თუ როგორ უმკლავდებოდით სირთულეებს
პატარა ასაკში ბავშვებს სხვადასხვა სირთულე შეხვდებათ. მაგალითად, დაეცემიან სიარულის სწავლის დროს და ა.შ. ამ მომენტებში თქვენ მის გვერდით უნდა იყოთ, გაუწოდოთ ხელი და ჩაუბეჭდოთ რწმენა. დაუჭირეთ მხარი ბავშვს და დაარწმუნეთ, რომ თქვენი იმედი უნდა ჰქონდეთ.
5. მომენტები, როცა მის გვერდით არ იყავით
ამან შესაძლოა, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი რამეები გაახსენოს. საქმე იმაშია, რომ ბავშვს დაამახსოვრდება მომენტი, როცა თქვენ სჭირდებოდით და დახმარება ვერ მიიღო. თუმცა, ეს სწორედ ის მომენტი იქნება, როცა მან დამოუკიდებლად გამკლავება შეძლო.
6. თუ როგორ იქცევით პარტნიორთან ან მეგობრებთან
ბავშვები ქვეცნობიერის დონეზე იმახსოვრებენ, თუ როგორ იქცევიან მშობლები. გამორიცხული არაა, რომ მომავალში მოინდომონ ამ ქცევებისა და მანერების გამეორება თავიანთ ურთიერთობებში. ამიტომ, ეცადეთ, ღირსეული მაგალითი დაანახოთ.
7. თუ როგორ იქცევით სტრესულ სიტუაციებში
ბავშვებისთვის თქვენი სტრესი მათიც ხდება. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ შეგიძლიათ ემოციებთან გამკლავება, სწორედ ამგვარად ისწავლის იგი ასევე მოქცევას.