კურკუმა ეფექტურია სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის დასაწევად და კიბოსთან საბრძოლველად.

კურკუმა ეფექტურია  სისხლში  ქოლესტერინისა და შაქრის დონის დასაწევად  და კიბოსთან  საბრძოლველად.
როგორც აღმოჩნდა, ანტიბიოტიკებთან და სხვა სინთეტურ საშუალებებთან შედარებით, კურკუმა არ აუარესებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტს და არ აზიანებს ღვიძლს. პირიქით, ზრდის ნაწლავური ფლორის აქტიურობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამიტომ, ავად თუ გახდებით, მაშინვე აფთიაქში ნუ გაქანდებით. აბა, სცადეთ და კურკუმა გამოიყენეთ. მეცნიერულადაა დამტკიცებული რომ კურკუმა ეფექტურია სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის დასაწევად და კიბოსთან საბრძოლველად. ის, ასევე, ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ანთბსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.



კურკუმინი, რომელიც კურკუმას სურნელსა და გემოს ქმნის, ასევე მისგან წარმოებულნი, აჩერებს სიმსივნეების განვითარებას. ამგვარად, ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ კარით (აღმოსავლური სუნელების ნაკრები) შენელებულ კერძებს, რომელიც კურკუმასაც შეიცავს, ნაკლებ ექვემდებარებ კიბოს გაჩენის რისკს. უკანასკნელ ხანს მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად სვამენ კითხვას თუ რატომ არის აღმოსავლეთის ქვეყნებში კიბოთი დაავადების შედარებით დაბალი მაჩვენებელი? ჩატარებული კვლევების თანახმად გაირკვა, რომ ეს სანელებელი ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებული უჯრედების ზრდას, იცავს ორგანიზმს სიგარეტის კვამლითა და ნახევარფაბრიკატებით მიღებული ზიანისგან.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის