რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა მიეძალოთ მწვანე ჩაის...
ჩაი, როგორც ნატურალური სამკურნალო საშუალება, ყველასთვის როდია სასარგებლო. მედიცინა გასტრიტიანებსა და კუჭის წლულით დაავადებულებს ურჩევს თავი შეიკავონ მის მიღებაზე. ასეთ რეკომენდაცია გამოწვეულია იმით, რომ ამ დაავადების დროს მაღლდება მჟავიანობა.
ხანდაზმულებისთვისაც არ არის სასარგებლო ჩაი, ზედმეტმა სითხემ და კოფეინმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს მათი ორგანიზმის გულ - სისხლძარღვთა სისტემა. ასევე, არარეკომენდებულია ჩაი იმათთვის, ვისაც ჰქონდა ან აქვს გულის პრობლემები.
წინა დღის მაგარი ჩაის დალევა არ ღირს. მასში ჭარბადაა უკვე დაგროვილი კოფეინი და გუანინი (აზოტური ნივთიერება ), რომელიც ვნებს ორგანიზმს. ახალ ჩაიში ორივე ნივთიერების კონცენტრაცია ნორმაშია.
თუ წინა დღეს კარგად მოილხინეთ ალკოჰოლური სასმელებით, ნაბახუსევზე თქვენი ხსნა რძიან მაგარ ჩაიშია. მშრალი ჩაის ღეჭვა ღებინებისგან გიხსნით. განსაკუთრებით კარგია ეს უკანასკნლელი ორსულთათვის.
მიეძალეთ მწვანე ჩაის!...

- მწვანე ჩაის უფრო სასარგებლოდ მიიჩნევენ, ვიდრე შავს. იგი მდიდარია კალიუმით, ფტორით, იოდით, P და PP ჯგუფის ვიტამინებით. მწვანე ჩაი ამაგრებს კაპილარებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. აქვს ანტიმიკრობული და სიცხის დამწევი ეფექტი.
- მწვანე ჩაი დაყენებისას ინარჩუნებს გაცილებით მეტ მინერალურ ნივთიერებებს, ვიდრე შავი ჩაი. კლავს წყურვილის შეგრძნებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ენერგიით ავსებს ადამიანის ორგანიზმს. ამიტომაც მიეძალეთ მწვანე ჩაის. უმჯობესია დალიოთ უშაქროდ ან ოდნავ შემტკბარი.
- პიტნასთან შერეული მწვანე ჩაი თავის ტკივილს აყუჩებს. ერთ სუფრის კოვზ მწვანე ჩაის შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი პიტნა. ჩაი ჩვეულებრივი წესით დააყენეთ და ოდნავ დაატკბეთ.