მოათავსთ კარტოფილი და ხახვი საცხობ ფორმაზე... 3 წუთში თქვენი საყვარელი კერძი მზად იქნება!

მოათავსთ კარტოფილი და ხახვი საცხობ ფორმაზე... 3 წუთში თქვენი საყვარელი კერძი მზად იქნება!
კარტოფილი - ტრადიციული გარნირია, რომელიც თითქმის ყველა ხორცის კერძს უხდება. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ კარტოფილის გრატენის რეცეპტს ბრიტანელი შეფ მზარეულის ჯეიმი ოლივერისგან. მისი მომზადება მარტივია, სცადეთ და იგი აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი კერძების სიის ლიდერი!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1-2 ხახვი
  • 2 ჭიქა ნაღები
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 5 გრ ბეგქონდარა
  • 100 გრ პარმეზანი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. მუსკატის თხილი
  • 2-3 ცალი ანჩოუსი


მომზადება:

  1. კარგად გარხეთ კარტოფილი და დაჭერით თხელ წრეებად. შეგიძლიათ ამისათვის გამოიყენოთ სამზარეულოს კომბაინი, მაშინ სლაისები მართლაც თხელი და თანაბარი გამოვა.
  2. დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად.
  3. მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა ტაფაში ან საცხობ ფორმაში, მოასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაამატეთ ბეგქონდარას ტოტი.
  4. აადუღეთ წყალი. დადგით კარტოფილიანი ფორმა ან ტაფა ცეცხლზე, ევასეთ წყლით ¼-ზე, მოხარშეთ მაღალ ცეცხლზე.
  5. მომზადებისას შეგიძლიათ დაუმატოთ ანჩოუსები, ზეითუნის ზეთი, გატარებული ნიორი, მუსკატის თხილი, მოაყარეთ 50 გრ გახეხილი პარმეზანი.
  6. როდესაც კარტოფილი ოდნავ დარბილდება, უკელით ცეცხლს, დააფარეთ ფოლგა. ხარშეთ 6 წუთის განმავლობაში.
  7. მოხსენით ფოლგა, კვლავ მოაყარეთ პარმეზანი, შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.


გემრიელად მიირთვით!