მოიმარჯვეთ 2 მარწყვი და 1 მუჭი სოდა. შთამბეჭდავი ეფექტი მე-2 პროცედურის შემდეგ გარანტირებულია

მოიმარჯვეთ 2 მარწყვი და 1 მუჭი სოდა. შთამბეჭდავი ეფექტი მე-2 პროცედურის შემდეგ გარანტირებულია
ზაფხული და ნაადრევი შემოდგომა შესანიშნავი დროა, რდგან ბუნება გვაძლევს გამოვიყენოთ სასარგებლო და ფასდაუდებელი საშუალებები ტანის მოვლისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ქალბატონს სურს ჰქონდეს არამხოლოდ ჯანსაღი კანი, არამედ, ქათქათა ღიმილიც.



სტომატოლოგტან ვიზიტი დიდ თანხებს უკავშირდება და ხშირად საზიანოცაა. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი საშუალებებიც, რომლებიც სასარგებლოცაა და ეფექტურიც. მათ შორის საუკეთესოა მარწყვი. Facepaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ, გამოიყენოთ მარწვის საოცარი თვისებები, რათა ღიმილი მბზინავი დაჯანსაღი გახდეს.



მათეთრებელი პასტის მომზადება ძალიან იოლია. მიჰყევით ჩვენს რეკომენდაციებს და თქვენი ღიმილით მალე გარშემომყოფებს აღაფრთოვანებთ.

ინგრედიეტები

  • 2-3 მარწყვი
  • ½ ჩ.კ. სოდა
  • კბილის ჯაგრისი


მომზადება და გამოყენება



გარეცხეთ და დააქუცმაცეთ მარწყვი ჩანგლით ან ბლენდერით. დაამატეთ სოდა და მოურიეთ. მათეთრებელი პასტა მზადაა! აიღეთ კბილის ჯაგრისი (სასურველია ახალი) და გაიხეხეთ კბილები შინ მომზადებული პასტით.

პროცედურის შემდეგ გაივლეთ წყლით პირის ღრუ და გაიხეხეთ ჩვეულებრივი პასტით კბილები.



ამ პროცედურის შედეგები უკვე მეორე გამოყენების შემდეგაა შესამჩნევი, ხანდახან კი პირველივედანაც. იმისათვის, რომ ემალი არ დააზიანოთ, ჩაიტარეთ პროცედურა მხოლოდ კვირაში ერთხელ.



როდესაც საქმე კბილების გათეთრებას ეხება, სოდისა და მარწყვის შეხამება საოცრებებს სჩადის. გამოიყენეთ ეს მარტივი საშუალება და გაიღიმეთ უფრო ხშირად!