კბილების გათეთრება 5 წუთში
მაკიაჟი, თმა, ძვირფასი მოდური კაბა - ყველაფერი წესრიგშია. მშვენიერი ვარდისფერი ტუჩები, გლუვი და მბზინავი კანი, ზოგიერთ ქალბატონს საყვარელი ნაჩვრეტებიც კი აქვს ლოყებზე - თქვენ ძალიან ლამაზი ხართ! მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად ღირს, თუ თქვენი კბილები თეთრად არ ელავს. ყვითელი კბილები მთელ თქვენს ძალისხმევას წყალში ყრის.
გინდათ ქათქათა ღიმილი? ამისთვის სულ 5 წუთი და ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
მჭიდროთავსახურიან ქილაში ჩაასხით 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ნახევარი ჭიქა წყალი. დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. ჩაიგუბეთ მიღებული სითხე პირში და ივლეთ 2-36 წუთით. ამის შემდეგ ჯაგრისით გაიხეხეთ კბილები, კბილის პასტის გარეშე. შემდეგ დადეთ ცოტაოდენი კბილის პასტა ჯაგრისზე და მისი ქაფი თანაბრად გადაანაწილეთ კბილებზე. გაიჩერეთ 2 წუთით, მიეცით საშუალება, კბილის ზედაპირზე იმოქმედოს. ამის შემდეგ ჩვეულებრივად გაიხეხეთ კბილები და გამოივლეთ წყალი.
სხვაობას პირველივე პროცედურის შემდეგ დაინახავთ. ამ სავლების გამოყენება კვირაში 3-4-ჯერ შეგიძლიათ., შედეგად კი ქათქათა კბილებს მიიღებთ.