როგორ მოვიცილოთ თვალების ირგვლივ ნაოჭები? ეს შინაური საშუალება - პასუხია კითხვაზე, რომელიც გაწუხებთ

როგორ მოვიცილოთ თვალების ირგვლივ ნაოჭები? ეს შინაური საშუალება - პასუხია კითხვაზე, რომელიც გაწუხებთ
თავიდან პატარა და წვრილ ზოლებს ამჩნევთ, დიდ ყურადღებას არ აქცევთ და ტონალური კრემით იფარავთ. მაგრამ წლების მატებასთან, ეს ონბობას ქსელი სულ უფრო იზრდება და როცა უკვე მასზე ყურადღებას ვამახვილებთ, ვამჩნევთ, რომ ჩვეულებრივი საშუალებები უკვე არ გვშველის. მაგრამ ნუ ჩაიქნევთ ხელს, რადგან Facepaparazzi-ს რედაქცია დაგეხმარებათ ოპტიმალური საშუალების პოვნაში.



ეს საშუალება გამოირჩევა სხვა ეფექტური საცხებისგან. თუ თვალების ირგვლივ პატარა ნაოჭები გაგიჩნდათ, ის მოგაცილებთ მათ. ღრმა ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

შინაური საცხის მომზადება




ეფექტური საცხის მოსამზადებლად საჭიროა 7 ინგრედიენტის გამოყენება, რომლებსაც ილოად იპოვით ნებისმიერ აფთიაქში. მაგრამ არის ერთი შემადგენელი, რომელიც დამოუკიდებლად უნდა მოამზადოთ. ეს გახლავთ ყავის ზეთი: ნელ ცეცხლზე გააცხელეთ 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, მდუღარე ზეთში დაამატეთ 3 ჩ.კ. დაფქული ყავა და მოურიეთ. დააყენეთ მთელი ღამით, დილით კი შეუდექით საცხის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. შის (კარიტე) ზეთი
  • 2 ჩ.კ. ყავის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ასკილის ნახარში
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. ჟოჟობას ზეთი
  • 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
  • 10 წვეთი გვრილის ეთერზეთი




მომზადება:

  1. წყლის აბაზანაზე გააცხელეთ შის ზეთი. დაამატეთ კაკაო. როდესაც ფხვნილი გაიხსნება, დაამატეთ ჟოჟობას ზეთი, შემდეგ ასკილის ნახარში და ყავის ზეთი. კარგად მოურიეთ ერთგვარი ინგრედიენტების მიღებამდე.
  2. ახლა კი დაამატეთ გვირილისა და ლავანდის ზეთები.
  3. ჩაასხით შუშის ქილაში მიღებული მასა, როცა სრულად გაცივდება - მოათავსეთ ცივ და ბნელ ადგილას.


სანამ საცხის რეგულარულ გამოყენებას შეუდგებით, ჩაიტარეთ ალერგიული ტესტი. ამისათვის უბრალოდ წაისვით ცოტაოდენი საცხი მაჯაზე და დააკვირდით კანის რეაქციას.