კანის ღრმა წმენდა და გამაახალგაზრდავებელი კურსი სახლის პირობებში. მარტივი, იაფი და გენიალურია

კანის ღრმა წმენდა და გამაახალგაზრდავებელი კურსი სახლის პირობებში. მარტივი, იაფი და გენიალურია
ეს მხოლოდ სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი კი არა, ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია! მოქმედი ნიღაბი ძალებით აღავსებს კანის თითოეულ უჯრედს, დამჭკნარი კანის კი უფრო გაგლუვდება, გაქრება პატარა ნაოჭები, ღრმა ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

ნაოჭების საწინააღმდეგო ჟელატინის ნიღაბი ღრმა კანქვეშა ფენებს კოლაგენით აღავსებს, რის წყალობითაც ეპიდერმისის ზედაპირი თანაბრდება. Fpaparazzi გთავაზობთ ამ საოცარი ნიღბის რეცეპტს.

ჟელატინის ნიღაბი სახისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 5 ს.კ. რძე
  • 10 წვეთი А ვიტამინი
  • 10 წვეთი Е ვიტამინი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

  1. ოდნავ შეათბეთ რძე, დაამატეთ ჟელატინი, შეურიეთ და დააყენეთ 30 წუთით.
  2. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
  3. შეათბეთ ნარევი ორთქლის აბაზანაზე.
  4. წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე, გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით.

კანის ღრმა წმენდა და გამაახალგაზრდავებელი კურსი სახლის პირობებში. მარტივი, იაფი და გენიალურია

შესამჩნევი ეფექტისთვის ჩაიტარეთ 10 პროცედურა, უმჯობესია ყოველ მეორე დღეს: კანი გაახალგაზრდავდება და ნაზი გახდება.

ასევე რეკომენდებულია ნიღაბი-პილინგის გამოყენება კვირაში 1-ხელ, რომელიც აცილებს კანის ძველ უჯრედებს. იხილეთ შესანიშნავი რეცეპტი ვიდეორგოლში:



თუ ჟელატინს კიტრის წვენთან შეურევთ, მიიღებთ მატონიზირებელ და მათეთრებელ ნიღაბს სახისთვის. ზაფხულის მწველი მზის ზეგავლენის ქვეშ მყოფი კანი მადლიერი დაგრჩებათ ასეთი საგულდაგულო მოვლისთვის.



და კიდევ ერთი საოცარი რეცეპტი მშრალი კანისთვის: გახსენით 1 ს.კ.ჟელატინი მცირე რაოდენობით კარგი ხარისხის კარაქთან. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით და დატკბით შესანიშნავი შედეგით.