სუპერ ჯადოსნური შინაური საცხი 40-დან 70-წლამდე ქალბატონებისთვის. ამის მერე ყველა დანარჩენს მოისვრით ნაგავში!

სუპერ ჯადოსნური შინაური საცხი 40-დან 70-წლამდე ქალბატონებისთვის. ამის მერე ყველა დანარჩენს მოისვრით ნაგავში!
ქალბატონების უმრავლესობას 35 წლის შემდეგ აწუხებთ პირველი მიმიკური ნაოჭები. დროთა განმავლობაში კანი ყვითლდება, კარგავს ელასტიურობას, ხდება უხეში, მასზე ჩნდება ღარები, და ნაოჭები...

ვიყოთ გულახდილები, დღევანდელ დღეს კოსმეტიკა ლიფტინგის ეფექტით საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ საცხის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ კანი შეინარჩუნოთ ახალგაზრდა, სუფთა და მოჭიმული ოჯახის ბიუჯეტზე ზიანის მიუყენებლად.



ეს არის განსაკუთრებული საშუალება, რომელსაც მოიხმარდა ცნობილი მსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხი. მისი რეცეპტი გასაჯაროვდა მხოლოდ ლეგენდარული ლამაზმანის სიკვდილის შემდეგ. მარლენი ხომ არავის უზიარებდა თავისი იდეალური კანის საიდუმლოს.

მის დღიურებში იქნა ნაპოვნი რეცეპტი ამ საოცარი შინაური საცხისა, რომელსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული მოსაჭიმი, მკვებავი და დამარბილებელი ეფექტი.



ნაოჭების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საცხი

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხის ცილა
  • 200 გრ ცხიმიანი არაჟანი
  • 30 გრ ლიმნის წვენი
  • 50 გრ არაყი
  • 1 ს/კ გლიცერინი


აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ფაფას. შედეგად თქვენ მოამზადებთ 300 გრ სუპერ მკვებავ და გამაახალგაზრდავებელ საცხს ლიფტინგის ეფექტით. ეს საცხი შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი სხეულისთვის, იგი შეგიცვლით ლოსიონს.

თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ შეძლებთ ამ კოსმეტიკური საშუალების გამოყენებას 7 დღის მანძილზე, მაშინ ორჯერ შეამცირეთ ყველა ინგრედიენტის რაოდენობა.

არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობრებს მარლენ დიტრიხის შინაური საცხის რეცეპტი - ისინი მადლიერნი დაგრჩებიან!