ძველი ხალიჩის გადაგდება გადაწყვიტეთ? ნუ იჩქარებთ! ჩემი ისე გავწმინდე, ახალივით გახდა!

ძველი ხალიჩის გადაგდება გადაწყვიტეთ? ნუ იჩქარებთ! ჩემი ისე გავწმინდე, ახალივით გახდა!
ხალიჩები იატაკზე თვალს ახარებს, იკავებს ხმაურს, იატაკს ათფობს. ბავშვებისთვის ეს საყვარელი სათამაშო მოედანია. მაგრამ ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა ხალიჩა გასაწმენდია. სულაც არ არის აუცილებელი, ქიმწმენდაში წაითოთ. Facepaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ ხალიჩის საწმენდ შინაურ საშუალებაზე, რომელსაც შესანიშნავი შედეგი აქვს.



დაგჭირდებათ:
  • 10 მლ Vanish
  • 100 მლ წყალი
  • ჯაგრისი
  • ღრუბელი
  • ტაშტი
  • მტვერსასრუტი


მუშაობის მსვლელობა


გაწმენდამდე კარგად მუსვით მტვერსასრუტი ხალიჩას.


გახსენით Vanish თბილ წყაშლი, მოურიეთ, სანამ ქაფი არ გაუჩნდება. საწმენდად სწორედ ქაფი გამოიყენება.


აიღეთ ღრუბელი ან ჯაგრისი, წაუსვით საწმენდი საშუალება პრობლემურ ადგილებს თანაბრად. ძალიან დატენიანებაც არ ღირს.


შეაზილეთ საშუალება წრიული მოძრაობებით. შეგიძლიათ დაასხათ ვენიში ძალიან დაბინძურებულ ადგილებს 2 წუთით, რათა საშუალებამ უკეთ იმოქმედოს.


ხალიჩის გაწმენდის შემდეგ კარგად გააშრეთ. უმჯობესია არ იაროთ მასზე ან ცალკე ოთახში დააფინოთ. ოთახი კარგად გაანიავეთ.


მოუსვით მტვერსასრუტი, რათა საშუალების ნარჩენები მოაცილოთ.



ახლა, როცა ხალიჩა გაწმენდილია, შეგიძლიათ სიამოვნებით წამოწვეთ და ბავშვებთნა ითამაშოთ მასზე.