ეს სუნელი სპობს კიბოს უჯრედებს, აუმჯობესებს საშმლის მონელებას, ასტიმულირებს ღვიძლს...

ეს სუნელი სპობს კიბოს უჯრედებს, აუმჯობესებს საშმლის მონელებას, ასტიმულირებს ღვიძლს...
არსებობს ერთი საოცარი მცენარე, რომლის სასარგებლო თვისებები ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი. სამწუხაროდ, ამ პროდუქტის სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის და ას ხშირად აღიქვამენ როგორც ცხარე და არომატულ სუნელს.



კაიენური წიწაკა

კაიენური წიწაკა რიბოფლავინის, კალიუმის, რკინისა და მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა. ის შეიცავს Е, А, С, В6, К ვიტამინებს და მარგანეცს. სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, კაიენური წიწაკა შეიცავს მეტი ოდენობით კაფსაიცინის ალკალოიდს, რომელიც მას სიცხარეს სძენს. მას ფართოდ გამოიყენებენ კულინარიაში.

კაიენური წიწაკის სასარგებლო თვისებები




  1. კაფსაიცინის მაღალი შემცველობის წყალობით, კაიენური წიწაკა გამოიყენება პროსტატისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ.

  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მასტიმუირებელ ზემოქმედებას ახდენს და ხელს უწყობს ფერმენტებისა და კუჭის წვენის გამომუშავებას. კაიენის წიწაკას იყენებენ ნაწლავური გაზების მოსაზილებლად მუცლის შებერილობისას.



  3. ასტიმულირებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.

  4. საკვებში რეგულარული გამოყენებით, შესაძლებელია გულის დაავადებების თავიდან არიდება, ქოლესტერინის დონის შემცირება და წნევის დარეგულირება.

  5. კაიენური წიწაკა შესანიშნავი საშუალებაა მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად, რაც ორგანიზმს ეხმარება ზედმეტი ცხიმის დაწვაში. ეს კი ხელს უწყობს წონაშ დაკლებას.



  6. შესაძლებელია გამოყენება წამლის ნაცვლად კუჭის აშლილობის, ანგინის, მშრალი ხველისა და დიარეის დროს.

  7. ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის ღრუს ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის.

  8. კაპსაიცინის შემცველ საცხს იყენებენ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.



  9. დიდი ოდენობით C ვიტამინის შემცველობის წყალობით ეხმარება ინფექციებთან გამკლავებაში და ამაღლებს იმუნიტეტს. მას იყენებენ გაციების საწინააღმდეგოდ.

  10. გააჩნია სოკოს საწინააღმდეო თვისებები.



  11. კაიენის წიწაკის სპირტის ნაყენს ნატუროპათები ურჩევენ ნიტროგლიცერინის ნაცვლად გამოყენებას გულის ტკივილის დროს.

  12. კაიენური წიწაკა ახორცებს ჭრილობებს.




კაიენური წიწაკის სიცხარე შკალის მიხედვით დაახლოებით 30000-50000 ერთეულში მერყეობს. შედარებისთვის: ამ შკალაში ნოლის სახით ბულგარული წიწაკაა წარდგენილი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს კაფსაიცინს, მსოფლიოს ერთ-ერთი უცხარესი წიწაკა ტრინიდადის მორიელი კი შეფასებულია 800-2000 ერთეულად.