გამომცხვარი კარტოფილი ხორცისა და ყველის შიგთავსით: ლამაზი, ორიგინალური და გემრიელი კერძი

გამომცხვარი კარტოფილი ხორცისა და ყველის შიგთავსით: ლამაზი, ორიგინალური და გემრიელი კერძი
ხანდახან გეჩვენება, რომ საოცარი მრავალფეროვნების წყალობით, ეს ბოსტნეული მოუბეზრებელია. თუნდაც სუფრა სავსე იყოს სხვადასხვა კერძებით, ხელი მაინც კარტოფილისკენ გაგირბის. მაგრამ ჩვეულებრივი პირესა და შემწვარი კარტოფილის ნაცვლად, შესაძლებელია არანაკლებ გემრიელი და ურო სადღესასწაულო კერძის მომზადება - გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და ხორცით. უბრალოდ, შეხედეთ, როგორ მადისაღძვრელად გამოიყურება ის!

ინგრედიენტები:


  • 2 ცალი კარტოფილი
  • 200 გრ ძროხის ხორცი
  • 30 გრ მწვანე ხახვი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 50 გრ ყველი ჩედერი
  • 60 გრ ბარბექიუს სოუსი
  • მარილი გემოვნებით


მომზადება:


მოხარშეთ ძროხის ხორცი მარილიან წყალში. დააფინეთ საცხობ ფორმას ფოლგა, წაუსვით კარტოფილს ცოტაოდენი ზეთი და მოათავსეთ ფორმაზე.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, შედგით საცხობი ფორმა კარტოფილით დაახლოებით 1 საათით . სანამ კარტოფილი ცხვება, დაწეწეთ ხორცი, შეურიეთ ბარბექიუს სოუსი.







გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან, გაჭერით შუაზე სიგრძეზე, ოდნავ ჩაჭყლიტეთ ისე, რომ ჩაღრმავება შეიქმნას. შეავსეთ კარტოფილი შიგთავსით.



გახეხეთ ყველი და მოაყარეთ კარტოფილს, კვლავ შედგით ღუმელში დაახლოებით 5-10 წუთით. მოაყარეთ მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!