მინიატურობა და გიგანტიზმი: რა არის ნორმა და რა - პათოლოგია

მინიატურობა და გიგანტიზმი: რა არის ნორმა  და რა - პათოლოგია
სიმაღლეში განსხვავებულობა დამახასიათებელია ადამიანის პოპულაციისთვის. თანამედროვე ადამიანი ნეანდერტანელზე ან შუასაუკუნეების ევროპელზე მაღალია. თუმცა ზოგჯერ სიმაღლის მაჩვენებელი მძიმე დაავადებაზე მიგვითითებს.

თანამედროვე მამაკაცის საშუალო სიმაღლეა 176 სმ, ქალის - 165 სმ. მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ადამიანმა, ამერიკელმა რობერტ ვადლოუმ 276 სმ - ს მიაღწია, ყველაზე დაბალმა, ჩინელმა ხი პინგპინმა 21 წლის ასაკისთვის მხოლოდ 73, 6 სმ - ს. მასაის ტომის აფრიკელები ხშირად 190 სმ - მდე და უფრო მეტადაც იზრდებიან, მამაკაცი - პიგმეები კი მხოლოდ 140-150 სმ- მდე აღწევენ.
თეორიულად სიმაღლეში ზრდა ადამიანის გენებში დევს, პრაქტიკულად კი მასზე ზეგავლეას ახდენს მემკვიდრეობა, კვება, ფიზიკური დატვირთვა, ჰორმონალური ბალანსი, გადატანილი დაავადებები და სტრესებიც კი - ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, როგორც წესი, ოჯახებში მცხოვრებ თანატოლებზე უფრო დაბლები არიან. თუ დედ- მამა მაღალია, ჩვეულებრივ, მათი შვილებიც მაღლები არიან ხოლმე. როცა მშობლები მინიატურულები არიან, ბავშვებიც გოლიათები ვერ გაიზრდებია. თუ ერთი მშობელი ბევრად მაღალია მეორეზე, მათი შთამომავლები სავარაუდოდ უფრო დაბლები იქნებიან, ვიდრე მაღლები, მაგრამ არ შეურყეველი კანონზომიერება არსებობს - ამ პროცესებზე ათზე მეტი გენია პასუხისმგებელი და წინასწარ იმის თქმა თუ რომელი აიღებს თავის თავზე ვალდებულებას, შეუძლებელია.
ადამიანის ზრდის სისწრაფე განპირობებულია ჰორმონ სომატოტროპინით, რომელიც ჰიპოფიზში გამომუშავდება. ზრდის სტიმულაცია ძვლებში ხდება, ელასტიკური კუნთები კი ჩონჩხს "ეწევიან". თუ, მაგალითად, წრუწუნას ჰიპოფიზს ამოაცლით, ის ზრდას შეწყვეტს, მაგრამ თუ სომატოტროპინის ინექციების კურსს დაუწყებთ, გიგანტ ვირთხას მიიღებთ. ამ ჰორმონის აღმოჩენის შემდეგ პოპულარული გახდა ცხოველებზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, რომელთა შედეგადაც ლილიპუტები და გიგანტები გამოჰყავდათ.

შეუმჩნეველნი
ზრდასრული მამაკაცი სიმაღლით არანაკლებ 130 სმ და ქალი არანაკლებ - 120 სმ პათოლოგიაა და ამ დეფექტის უკან მრავალრიცხოვანი დაავადება იმალება. გენეტიკით განპირობებული ქონდრისკაცობა ქრომოსომული დაავადებებითაა გამოწვეული, რომელთა გამოც ზრდის ჰორმონის გამომუშავება ან მისი ათვისება არის მოშლილი. ხშირად ეს დაკავშირებულია ისეთ სხვა დეფექტებთან, როგორებიცაა მცირე გონებრივი ჩამორჩენა, გული მანკები, უშვილობა, გადაბმული თითები ხელზე ან ფეხზე, ფეხის ძვლების გამრუდება, სახის ჩონჩხის დეფექტები, ნაადრევი სიბერე. თუმცა, უჯრედებში სომატოტროპინის ზემოქმედების დარღვევით გამოწვეული ლარონის ქონდრისკაცობის სინდრომი, რაღაცით სასარგებლოც კია - ასეთ ადამიანებს არასდროს ემართებათ კიბო და დიაბეტი. სამწუხაროდ, გენეტიკით განპირობებული ჯუჯობა განუკურნებელია, შეიძლება მხოლოდ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

თირეოიდური ქონდრისკაცობა დაკავშირებულია ჰიპოფიზთან - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან. თან ახლავს მძიმე გონებრივი შეფერხება, სახისა და ფეხის ჩონჩხის დეფორმაცია. თუ დაავადება ბავშვის მოვლენიდან პირველსავე წლებში იქნება დადასტურებული, შესაძლებელია სრული განკურნება, უფრო დიდ ასაკში კი ჰორმონალური თერაპია მხოლოდ შეასუსტებს სიმპტომებს.

ჰიპოფიზარული ქონდრისკაცობა ჰიპოფიზის არასაკმარისი ფუნქციურობითაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად მიზეზი ჰიპოფიზის სიმსივნეშია, მძიმე მოწამვლებით ან დასხივებითა და თავის ტრამვით გამოწვეული მისი ფუნქციის დათრგუნვაშია. განკურნების შესაძლებლობა დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, ბავშვის ზრდის კორექტირება კი, როგორც წესი, შეიძლება.

ცერებრალური ჯუჯობა დაკავშირებულია თავის ტვინის ყველა შესაძლებელ - ინფექციურ, ტოქსიურ, ცელიაკიის შედეგად (მსხვილი ნაწლავის ხაოს დაზიანებასთან დაკავშირებული საჭმლის მონელების დარღვევა), მშობიარობისდროინდელი ჰიპოქსიით, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელების მუშაობის დარღვევით გამოწვეულ დისფუნქციასთან. სრული ან ნაწილობრივი განკურნების შესაძლებლობა დაკავშირებულია ძირითადი დაავადების პროგნოზთან.

გიგანტები
200 სმ - ზე მაღალი მამაკაცები და 190 სმ-ზე მაღალი ქალები შეიძლება გიგანტიზმით დაავადნენ. ამ სენს ორი ძირითადი მიზეზი აქვს - სომატოტროპინის მაღალი გამომუშავება და ამ ჰორმონისადმი ორგანიზმის ამაღლებული მგრძნობელობა. გიგანტიზმის დიაგნოსტიკა პუბერტარულ პერიოდში საკმაოდ რთულია - ბავშვები დიდებად კი გამოიყურებიან, მაგრამ თვალსაჩინო ანომალიები არ აღენიშნებათ.
10 - 13 წლის ასაკში ბავშვი არნახული სისწრაფით იწყებს ზრდას. თანაც საკმაოდ ჩქარა უარესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, იწყება თავის ტკივილები, ტკივილები სახსრებსა და კუნთებში, ჰიპერტენზია. დროთა განამვლობაში ამას ემატება მხედველობისა და მეხსიერების დარღვევები, ფიზიკური სისუსტე. უფროსი გოლიათები ხშირად ართროზით, ოსტეოქონდროზით, თეძოებისა და მუხლების სახსრების პრობლემებით, გულისა და ღვიძლის დაავადებებით, ნაადრევი ინსულტებითა და დიაბეტით იტანჯებიან. ზოგიერთი 30 - 40 წლის ასაკში მოძრაობის უნარს კარგავს, ზოგ იღბლიანს უნარჩუნდება ჯანმრთელობა და განსაკუთრებული ფიზიკური ძალა უჩნდება. გიგანტიზმის მკურნალობის ძირითადი ხერხი - ჰიპოფიზის ოპერაციაა, რომელიც დაავადების გამომწვევ მიზეზს აღმოფხვრის.

მოზრდილ ადამიანებში ზრდის ჰორმონი ხანდახან ხელის მტევნების, ტერფების, სახის ჩონჩის გადიდებას, ტუჩებისა და ენის გასქელებას იწვევს. ამას აკრომეგალია ეწოდება და ძალიან სერიოზული დაავადებაა. მიზეზი, როგორც წესი, იგივეა, რაც გიგანტიზმისა - ზრდის ჰორმონის სიჭარბე. ასე რომ, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ მოულოდნელად პიჯაკი დაგიმოკლდათ ან ფეხსაცმელმა მოგიჭირათ, ექიმს მიმართეთ, ნუ დაელოდებით მძიმე პრობლემებს.
მრავალი "ზრდის დაავადების" განკურნება სრულიად შესაძლებელია, მთავარია, რომ დროულად იქნას დიაგნოზი დასმული და განუხრელად დაცული ექიმების დანიშნულებები.

გამოსავალი
იმდენი ადამიანია თავისი სიმაღლით უკმაყოფილო, რამდენიც, ვთქვათ, საკუთარი ცხვირით, ტუჩებით, თმით და ა.შ. ადამიანის დადაბლება არაფრით შეუძლიათ ექიმებს. ერთადერთი, რაც ხელმისაწვდომია, არის დიზაინერებისა და სტილისტების დახმარება, სამოსის შერჩევა გაბარიტების ვიზუალურად შემცირებისთვის. სხვა დანარჩენი რჩევები ტყუილია და უშედეგო.
მშობლები ყურადღებით უნდა მოეკიდონ თუ როგორ იზრდებიან მათი შვილები. ადრეულ ასაკში ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი...
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის