განთავისუფლდით ქოლესტერინისგან! გაიწმინდეთ ორგანიზმი 4 მარტივი საშუალებით

განთავისუფლდით ქოლესტერინისგან! გაიწმინდეთ ორგანიზმი  4 მარტივი  საშუალებით
ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა, რომლის მცირე ნაწილს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს, დანარჩენი კი ორგანიზმშივე წარმოიქმნება. მას სისხლის ჩვეულებრივ ელემენტთა რიცხვს მიაკუთვნებენ. მის ბიოსინთეზში მონაწილეობს თითქმის ყველა ორგანო, უმთავრესად კი - ღვიძლი. ქოლესტერინი აუცილებელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს, მეორეც, დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში, კერძოდ, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, მაგრამ თუ ჭარბად დაგროვდა, სისხლძარღვის კედლებზე ფოლაქებად დაილექება და მათ სანათურს შეავიწროვებს, ამან კი შესაძლოა არტერიის სრული ბლოკირება გამოიწვიოს.

გთავაზობთ ქოლესტერინისგან ორგანიზმის გაწმენდის მარტივ და რეგულარულად გამოსაყენებელ საშუალებას:
  1. გამხმარი ცაცხვის ყვავილისა და ქონდრის ფქვილი ამ რეცეპტით ეფექტური საშუალების მოსამზადებლად აუცილებელია კარგად დაფქვათ ერთნაირი პროპორციით აღებული გამხმარი ცაცხვის ყვავილი და ქონდარი. მიღებული ფქვილი დღეში 3 - 4- ჯერ მიიღეთ და ასკილის ნახარში ან გამოხდილი წყალი მიაყოლეთ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სამიდან ოთხ კვირამდე, შემდეგ ორ კვირიანი შესვენება, მერე კი ისევ გაიმეორეთ კურსი.

  2. დინდგელის ნაყენი
    30 გრ ცივ გამოხდილ ან ანადუღარ წყალში გახსენით 4% - იანი დინდგელის ნაყენი. მიიღეთ დღე - ღამეში სამჯერ ჭამამდე 20 - 30 წუთით ადრე, 3 -4 თვე. ეფექტის გასაუმჯობესებლად კარგია თუ ნაყენს 2 წვეთ მრავალძარღვას წვენს დაუმატებთ ხოლმე.

  3. ბაბუაწვერას ფესვების ფქვილი
    კარგად გარეცხეთ და გაახმეთ სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვები. დაფქვით და მიიღეთ დღე - ღამეში თითო ჩაის კოვზი დღეში 2 - 3- ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ერთი კურსის ხანგრძლივობაა 5 - 6 თვე.

  4. ძირტკბილას ნახარში
    2 კოვზ ძირტკბილას ფესვებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წთ გააჩერეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში ოთხჯერ.

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანრთელობა ყველასათვის