7 პროდუქტი, რომლებიც ნებისმიერ წამალზე უკეთ წმენდს ორგანიზმს.

7 პროდუქტი,  რომლებიც  ნებისმიერ წამალზე  უკეთ წმენდს  ორგანიზმს.
არასწორი კვების შედეგად ადამიანის ორგანიზმში გროვდება წიდები - მავნე ნივთიერებები: შარდოვანა, შარდმჟავა, ქქოლესტერინი ან სხვა ცხიმისმაგვარი ნივთიერებები, მარილები და წყალში ძნელად ხსნადი ნივთიერებები.

ორგანიზმის გაწმენდის ყველაზე ბუნებრივი საშუალებები:

წითელი ჭარხალი
ეს ორგანიზმის პირველი გამწმენდია. ჯერ, ერთი შეიცავს უჯრედისს, ფოსფორს, სპილენძს, C ვიტამინს და მთელ რიგ ორგანულ მჟავებს, რომლებიც ნაწლავებში საჭმლის "მოძრაობას: აწესრიგებენ და ცუდ ლპობის ბაქტერიებს ანადგურებენ. მეორეც, მის შემადგენლობაშია ლიპოტროპული ნივთიერება "ბეტაინი", რომელიც ღვიძლს აიძულებს, უკეთესად განთავისუფლდეს ტოქსინებისგან. მესამეც, ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ფოლის მჟავასა ( წარმოიქმნება ბევრი ახალი უჯრედი) და კვარცის მეშვეობით (უმჯობესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა).
მიიღეთ: მოხარშულიც, მისი ნახარშიც და წვენიც.

ჩვეულებრივი კომბოსტო
დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს შეიცავს, რომლებიც "კრავს" მძიმე მეტალებსა და ტოქსინებს, შემდეგ კი ნაწლავებიდან გამოდევნის. ამის გარდა, ის მდიდარია ორგანული მჟავებით, რომლებიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მიკროფლორას აწესრიგებს. კომბოსტო შეიცავს ძალიან იშვიათ U ვიტამინს, რომელიც აუვნებელყოფებს საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მონაწილეობს ვიტამინების სინთეზში და წყლულებსაც კი ახორცებს.
მოიხმარეთ: უმი, დამჟავებული, წვენი.

ნიორი
ერთი კბილი ნიორი 400 - ზე მეტ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. ისინი აქვეითებენ სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და წმენდენ სისხლძარღვებს, კლავენ ტვინის კიბოს მიზეზს - მულტიფორმული გლიობლასტომის უჯრედებს, ანადგურებენ დიფტერიისა და ტუბერკულოზის ჩხირებს და ჰელიკობაქტერს (კუჭის წყლულის მიზეზი), გამოდევნიან ჭიებს და ა.შ.
მიიღეთ: უმი, დანაყული.

ხახვი
მისი მთავარი ღირსება ფიტოციდებია, რომელსაც ეთერული ზეთები შეიცავს. ეს ნივთიერებები რამდენიმე წამში კლავს მრავალ ბაქტერიასა და სოკოს. ამას გარდა, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, საკვები ნივთიერებები შეთვისებას და მადასაც კი. გოგირდის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით კი ყოველივე "მავნეს" ეფექტურად აუვნებელყოფენ.
მიიღეთ: უმად, სალათებში, სპირტიანი ნაყენისა და კოსმეტიკური ნიღბის ( ფერიმჭამელების და გამონაყარის დროს) სახით.

ვაშლი
პექტინისა და უჯრედისის წყალობით, აწესრიგებს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას - უმკლავდება შლაკებს და ტოქსინებს, აუმჯობესებს მადას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, შველის ყაბზობას და ა.შ. ამას გარდა, ვაშლი ხოცავს დიზენტერიის გამომწვევებს, ოქროსფერ სტაფილოკოკს, გრიპის ვირუსებს.
მიიღეთ ცოცხალი კანიანად, გახეხილი, წვენი, ნახარში.

ავოკადო
ამ ეგზოტიკური ხილის თვისებები ყველასათვის ცნობილი არ არის. ის შეიცავს შესანიშნავ ნივთიერებას "გლუტატიონს", რომელიც 40 - მდე სხვადასხვა კანცეროგენის ბლოკირებას ახდენს და ღვიძლს "განტვირთავს". ამას გარდა, მას ნორმაში მოჰყავს სისხლში ქოლესტერინის დონე, ჟანგბადით ამაგრებს კანს და ა.შ.
მიიღეთ ცოცხალი ან ჩირის სახით.

შტოში
ეს ერთ - ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ეფექტურად წმენდს შარდის ბუშტს და შარდგამომყოფ გზებს მავნე ბაქტერიებისგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ შტოში ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნას და განვითარებას. ასევე სისხლძარღვებში თრომბებისა და შენადედების წარმოქმნას.
მიიღეთ ცოცხალი, მორსისა და წვენის, ან მურაბის სახით.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის