ყველაზე ძვირფასი წვენი, რომელიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა სასარგებლო!
ჭარხლის წვენი ყველაზე ძვირფასი წვენია სისხლის წითელი ბურთულაკების წარმოსაქმნელად და საერთოდ სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად.
ეს წვენი განსაკუთრებით ქალებისთვისაა სასარგებლო, თუ მას ყოველდღიურად 0,5 ლიტრს სვამენ ( სტაფილოს წვენთან შერეულად ).
ეს წვენი განსაკუთრებით ქალებისთვისაა სასარგებლო, თუ მას ყოველდღიურად 0,5 ლიტრს სვამენ ( სტაფილოს წვენთან შერეულად ).
- თუნდაც მხოლოდ ჭარხლის წვენს, თუ მას ერთ ჯერზე ერთ ღვინის ჭიქაზე მეტი ოდენობით დავლევთ, შეუძლია გამოიწვიოს გამწმენდი რეაქცია, კერძოდ ოდნავი თავბრუსხვევა ან გულისრევა. გამოცდილებამ ცხადყო რომ თავიდან სჯობია ნარევის დალევა, რომელშიც ჭარბობს სტაფილოს წვენი, ამის შემდგომ კი თანდათან გაიზარდოს ჭარხლის ოდენობა მანამდე, სანამ ორგანიზმი უკეთ შეეგუება მის სასარგებლო გამწმენდ მოწმედებას. ჩვეულებრივ საკმარისია 1 - დან 1,5 ჭიქა წვენი დღეში ორჯერ.
- მენსტრუალური პერიოდის დროს ჭარხლის წვენი ძალზე სასარგებლოა, განსაკუთრებით თუ იმ პერიოდში წვენს სვამენ პატარა ულუფებით, არაუმეტეს ერთი ღვინის ჭიქისა ( 50 - 100 გრ ) დღეში ოჯერ ან სამჯერ.
- კლიმაქტერულ პერიოდში ასეთი პროცედურა გაცილებით დიდ და ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე წამლები ან სინთეტიკური ჰორმონები. ბოლოს და ბოლოს, არცერთ წამალს ან არაორგანულ სინთეტიკურ ქიმიურ ნივთიერებას არ შეუძლია დროებით დამამშვიდებელი ეფექტზე მეტი შვების მოცემა. ამგვარი წამლების ან სინთეტიკური ჰორმონების მიღების შემდეგ ხშირად წვალობენ, რადგან უჭირთ ორგანიზმიდან ამ არაორგანული ნივთიერების გამოდევნა. საბოლოო ჯამში, უჭირს იმას, ვინც წამალს იღებს, და არა იმას, ვინც ამ წამალს უწევს რეკლამას ან ნიშნავს მას.
- წითელ წარხალში კალიუმის ოცპროცენტიანი შემცველობა უზრუნველყოფს საერთო კვებას ორგანიზმის ყველა ფიზიოლოგიური ფუნქციისთვის მაშინ, როცა ქლორის რვაპროცენტიანი შემცველობა ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის ორგანული განწმენდის ჩინებული საშუალებაა, აგრეთვე სტიმულს აძლევს მთელ სხეულში ლიმფების ქმედებას.
- სტაფილოსა და ჭარხლის წვენების ნარევი უზრუნველყოფს ერთი მხრივ ფოსფორისა და გოგირდის და მეორე მხრივ, კალიუმისა და სხვა ტუტიანი ელემენტების მაღალ შემცველობას. ყოველივე ეს, ვიტამინის მაღალ შემცველობასთან ერთად , სისხლის უჯრედების, განსაკუთებით წითელ სისხლის ბურთულების, წარმოადგენს საუკეთესო ბუნებრივ მშენებელს.