აი, რატომ აქვთ მუსიკოსებს ნაკლები შანსი, სიბერეში „ბაბუა ალცჰეიმერსა“ და „ბაბუა პარკინსონს“ შეხვდნენ!
ვინ, თუ არა ტატიანა ჩერნიგოვამ იცის ჩვენი ტვინის საიდუმლოებები? კვალიფიცირებული ნეიროლინგვისტი, ბიოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, ის ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში იყო დაკავებული ცენტრალური ნერვული სისტემის ურთულესი ორგანოს შესწავლით, ასევე იკვლევდა ადამიანის ფსიქიკას, განსაკუთრებით ცნობიერისა და ქვეცნობიერის განხრით.
დღეს ქალი პირად ცოდნასა და გამოცდილებას გვანდობს საინტერესო ლექციებით, რომლებიც მსმენელს პლანეტის თითქმის ყველა კუთხეში პოულობს. ჩვენმა რედაქციამ ცნობილი მეცნიერის ყველაზე მოულოდნელ გამონათქვამებს მოუყარა თავი.
ადამიანის ტვინი
„ტვინი - იდუმალი და მძლავრი რამაა, რომელსაც ჩვენ შეცდომით „ჩემს ტვინს“ ვუწოდებთ. საამისოდ კი არავითარი საფუძველი არ გვაქვს: ვინ ვისია, ეს უკვე ცალკე საკითხია“.
„მუსიკით დაკავება ძალიან აჩქარებს და ააქტიურებს ტვინის მშაობას. სწორედ მუსიკით, რადგან ეს ტვინის მუშაობის სრულიად სხვა ტიპია. ადამიანები, რომლებმაც დროულად დაიწყეს მუსიკით დაკავება, „ბაბუა ალცჰეიმერს“ სადმე შორს გასწევენ“.
„ტვინი 30 წამით ადრე იღებს გადაწყვეტილებას, სანამ ადამიანი ამ გადაწყვეტილებას აღიქვამს. 30 წამი - ეს უზარმაზარი დროის პერიოდია ტვინის მუშაობაში. მაშ, შედეგად ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ადამიანი თუ ტვინი?“
„ტვინის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გვმართებს. ვინაიდა, სწორედ ის გვატყუებს. გაიხსენეთ ჰალუცინაციები. ადამიანს, რომელიც მათ ხედავს, ვერ დაარწმუნებ, რომ ისინი არ არსებობს. მათთვის ჰალუცინაციები ისეთივე რეალურია, როგორც ეს ჭიქა ჩემს მაგიდაზე. ტვინი მას თავს ურევს, აწვდის სენსორულ ინფორმაციას, რომ ჰალუცინაცია რეალურია“.
„შინაგანად რაც გტანჯავს, აუცილებლად უნდა გამოთქვა. ამისათვის არსებობენ მოძღვრები, მეგობრები, ფსიქოთერაპევტები. თუ ხიჭვს დროულად არ ამოიღებ, ის სისხლს მოწამლავს. ადამიანები, რომლებიც ემოცილებს შიგნით იკავებენ, სერიოზული ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული რისკის ქვეშ იმყოფებიან. ნებისმიერი პროფესიონალი დამეთანხმება: ყველაფერი კუჭის წყლულით იწყება. ორგანიზმი ერთიანია - ფსიქიკაც და სხეულიც“.
„ადამიანებმა თავით უნდა იმუშავონ, ეს ტვინს იხსნის. რაც უფრო მეტადაა ის ჩართული, მით უფრო ნარჩუნდება. ნატალია ბეხტერევამ გარდაცვალებამდე სამეცნიერო ნამუშევარი დაგვიტოვა „ჭკვიანები დიდხანს ცოცხლობენ“.
„ჩვენ თავში უძმლავრესი კომპიუერით ვიბადებით. მაგრამ მასში პროგრამებია დასაყენებელი. ზოგი პროგრამა უკვე არის მასში, ზოგი კი უნდა ჩატვირთოთ, ასე მთელი ცხოვრების მანძილზე. ტვირთავთ და მუდმივად იცვლებით, გარდაიქმნებით“.
„ტვინი - ეს უბრალოდ ნეირონული ქსელი კი არ არის, ეს გახლავთ ქსელთა ქსელი, ქსელთა ქსელთა ქსელი. ტვინში 5,5 პეტაბაიტი ინფორმაციაა - ეს ვიდეომასალის ყურების 3 მილიონი საათია. 300 წლიანი უწყვეტი ყურების“.