პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ორგანოებს ჰგავს, ეს საინტერესოა!
ზოგიერთი პროდუქტი ძალიან ჰგავს ჩვენი სხეულის ამა თუ იმ ნაწილს. რაც მთავარია, ასეთი პროდუქტები საკვები ნივთიერებებით სწორედ თავის მსგავს ორგანოებს უზრუნველყოფენ. არავინ იცის, უბრალო დამთხვევაა ეს თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
აი, მაგალითად:
ზეთისხილი და საკვერცხეები
ჰგავს ქალის საკვერცხეებს, რაც უბრალო დამთხვევა არ გახლავთ. ზეითუნის ზეთის მოხმარება აწესრიგებს კაპრიზულ ჰორმონებს და აუმჯობესებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ამავდროულად, ზეთისხილი E ვიტამინის საბადოა, იმ ვიტამინისა, რომელსაც ქალი ვერაფრით აუვლის გვერდს, თუ სურს იყოს ლამაზი, დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და, რაც მთავარია, გახდეს დედა!
ხიზილალა და კვერცხუჯრედი
ნამდვილად მოგვაგონებს კვერცხუჯრედებს.
გრეიფრუტი და მკერდი
მრგვალი ფორმის ციტრუსების მსგავსება მკერდთან, მხოლოდ შემთხვევითობა არ უნდა იყოს. გრეიფრუტი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ლიმონიდებს უწოდებენ და რომელიც ხელს უშლის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას.
ნიახური და ძვალი
ნიახურის გრძელი ღეროები ძვლებს ჰგავს და სასარგებლოცაა მათთვის. ნიახური კრემნიუმის წყაროა, რომელიც ძვლის მოლეკულური სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. კიდევ ერთი დამთხვევა ძვალთან გახლავთ ის, რომ ნიახური 23 % ნატრიუმს შეიცავს.
სტაფილო და თვალი
თუ სტაფილოს სიგანეზე გაჭრით, ადვილად შეამჩნევთ, რომ ეს ბოსტნეული თვალებს მოგვაგონებს. სტაფილოს შეხრამუნება სასარგებლოა თვალებისათვის. მასში ბევრი ვიტამინი და ანტიოქსიდანტია, მაგალითად ბეტა - კაროტინი, რომელიც ამცირებს ყვითელი ლაქის დეგენერაციის ალბათობას და რომელიც ხნიერ ადამიანებში მხედველობის დაკარგვის მიზეზი ხდება.
კაკალი და ტვინი
თავისი გარეგნობით გასაოცრად ჰგავს ნიგოზი ადამიანის ტვინს. მისი ლებნები კი ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს. მსგავსებაც არ უნდა გვაკვირვებდეს, რადგან ნიგოზს "ტვინის საკვებს" უწოდებენ. ის ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა -3 ცხიმ მჟავებს, რომელიც ტვინს თავისი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება.
ავოკადო და საშვილოსნო
ელექტრონათურის ფორმის მსგავსი ავოკადო საშვილოსნოს მოგვაგონებს. ის, ასევე ხელს უწყობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ავოკადო ფოლის მჟავას კარგი წყაროა, რომელიც ამცირებს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რისკს და რომელიც კიბოსწინარე მდგომარეობაა.
მოლუსკები და საკვერცხეები
მოლუსკები, რომელიც ძალიან ჰგავს საკვერცხეებს, სინამდვილეში მამაკაცის სასქესო ორგანოებისთვის სასარგებლო ყოფილა. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ფოლის მჟავა და თუთიის დამატებითი რაციონი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მოლუსკები, არსებით გავლენას ახდენს მამაკაცის სპერმის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
პამიდორი და გული
თუ პამიდორს გაჭრით, ნახავთ, რომ მას 4 განყოფილება აქვს, რომლებიც გულის სტრუქტურას მოგაგონებთ. გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ ლიკოპენი, რომელსაც პამიდორი შეიცავს, ამცირებს გულ - სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მამაკაცებშიც და ქალებშიც. და თუ პამიდორს ცოტაოდენ ცხიმს შევურევთ, როგორიცაა ზეითუნის ან ავოკადოსი, ამით ორგანიზმის მიერ ლიკოპენის ათვისების რაოდენობას 10 - ჯერ გავზრდით.
წითელი ღვინო და სისხლი
წითელი ღვინო, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით და პოლიფენოლით, სისხლივით გამოიყურება. როდესაც მას სვამთ, თქვენ მართლაც ივსებით ჯანმრთელი მატერიით, რომელიც გიცავთ სისხლში არსებული "ცუდი" ქოლესტერინის დამანგრეველი ზემოქმედებისგან, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა, გულის დაავადებები გამოიწვიოს. წითელი ღვინო, ასევე, შეიცავს სისხლის გამათხელებელ ნივთიერებას და ამიტომ ამცირებს სისხლის შედედებას, რაც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და ინსულტთან.
კოჭა (იმბირი ) და კუჭი
კოჭას ძირი რომ კუჭს ჰგავს, ეს ცხადია, მაგრამ ქართული დასახელებაც რომ მას მოგვაგონებს?! ოდითგანაა ცნობილი, რომ კოჭა ზღვის დაავადებას ებრძვის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაფქულ - დანაყული კოჭა აჩერებს გულზიდვასა და ღებინებას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი ძლიერ გამოხატულია და ჰოსპიტალიზაციას ითხოვს. კოჭა ასევე კარგად ეხმარება ორსულ ქალებს გულისრევის თავიდან აცილებაში.
ტკბილი კარტოფილი და კუჭქვეშა ჯირკვალი
წაგრძელებული ფორმის ტკბილი კარტოფილი ძალიან ჰგავს კუჭქვეშა ჯირკვალს და ხელს უწყობს ჯანსაღ ფუნქციონირებას. ის ბევრ ბეტა - კაროტინს შეიცავს, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია და ორგანიზმის ყველა ქსოვილს, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვალს, კიბოსთან და სიბერესთან დაკავშირებულ დაზიანებებისგან იცავს.