მიიღეთ ეს ელექსირი დღეში ერთხელ და ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სიმხნევე გარანტირებული გექნებათ
თანამედროვე ცხოვრების რიტმი და უამრავი სხვა გარემოება სწორი კვების, შრომისა და დასვენების დაცვის საშუალებას იშვიათად თუ იძლევა. შემცირდა ფიზიკური დატვირთვები, მაშასადამე, ასევე უნდა შემცირდეს საკვების კალორიულობა და მოცულობა, რადგან ტრადიციული პროდუქტებიდან ორგანიზმს საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელი რაოდენობის სრულად ათვისება არ შეუძლია. ქრონიკული სტრესი, არარაციონალური კვება, ცუდი ეკოლოგია და მავნე ჩვევები ხელს უწყობს ორგანიზმის ნაადრევ დაუძლურებას და ახალგაზრდობასთან ნაჩქარევად დამშვიდობებას. დღეს მეცნიერები გამალებით მუშაობენ სიბერის გადავადებისთვის. ხალხურ მედიცინას უკვე საკმარისად გააჩნია დღეგრძელობის ელექსირები. აი ისინიც:
- აადუღეთ ერთი ფინჯანი წყალი. ჩაასხით ნახევარი ლიმონის წვენი, დაუმატეთ თითო სუფრის კოვზი ხმელი პიტნა და შაქრის ფხვნილი, გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 5 წუთი და გაწურეთ. სვით ძილის წინ 2 თვის განმავლობაში წელიწადში 2 - ჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
- ეს ძველი ვიკინგების რეცეპტია. უკეთესია თუ დღის პირველ ნახევარში დალევთ - სიმხნევე საღამომდე გარანტირებული გექნებათ. ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის ასკილი, გამხმარი ჭინჭარი და მატიტელა. 1 სუფრის კოვზ ამ ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 3 საათი. გაწურეთ. დალიეთ ერთბაშად.
- 1/4 ლიმონის წვენი შეურიეთ ერთ ჭიქა მინერალურ წყალს (შეიძლება გაზიანიც ), დაუმატეთ თაფლი გემოვნებით. სვით ყოველ დილას უზმოზე.
- ერთმანეთს შეურიეთ თითო ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი. მიიღეთ უზმოზე ყოველ დილას. ელექსირი ხელს უწყობს სახის ფერის და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ათეროსკლეროზის მძლავრ პროფილაქტიკას.
- ერთ ჭიქა ანადუღარ ცივ წყალს დაუმატეთ 1/4 ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი და 15 წვეთი ელეუტეროკოკის ნაყენი. სვით ყოველ დილით მცირე ყლუპებად საუზმემდე 15 წუთით ადრე.
- შუშის ბოთლი ბოლომდე გაავსეთ წვრილად დაჭრილი ნივრით და არყით. კარგად დაახურეთ და 15 დღე დადგით გრილ ბნელ ადგილზე. შემდეგ გაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. დღეში ერთხელ საჭმელში ჩაიმატეთ 1ჩ/კ და გააგრძელეთ მანამ, ვიდრე არ დამთავრდება.
- ფინჯანში დააყენეთ შავი ფოთლოვანი ჩაი და გამხმარი ქონდარი ( თანაბარი რაოდენობის ). დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მიირთვით.
- ხორცსაკეპში გაატარეთ 1 კგ ნიახურის ძირები, 100 გრ ნიორი, 2 ცალი ლიმონი, დაუმატეთ 100 გრ თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში, დააფარეთ ტილო და ჯერ თბილ ადგილზე დადგით 12 საათის განმავლობაში, შემდეგ კი სიგრილეში 3 დღე - ღამე. გაწურეთ. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში 3 -ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.