კვების ეს სქემა არამხოლოდ წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, არამედ, დროის სწორად გადანაწილებასაც გასწავლით!
როგორ წარმოგიდგებიათ ქალი, რომელიც დიეტას იცავს? რა თქმა უნდა, ის გაღიზიანებულია, დაღლილი და ავადმყოფური იერსახე აქვს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ის გამუდმებით მშიერია და მის ორგანიზმს უამრავი სასარგებლო ნივთიერება აკლია.
მაგრამ რა მოხდება, თუ წონაში დაკლების საკითხს სხვაგვარად შევხედავთ? და თუკი ზედმეტი წონის მოცილება - მხოლოდ კვების სწორი სქემაა, ამასთან თქვენი ორგანიზმი იღებს ყველაფერ საჭიროს და შიმშილის გრძნობას არ განიცდით? აუცილებლად უნდა სცადოთ!
სწორი კვების სქემა
აიღეთ ჩვევად ყოველ დილას ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა. კარგი იქნება, თუ ლიმონის წვენსაც დაამატებთ.
წყლის დალევის რეჟიმიც ძალიან მნიშვნელოვანია: ყოველი ჭამის წინ 20 წუთით ადრე უნდა დალიოთ ჭიქა წყალი. საჭმელზე დაყოლება კი არ შეიძლება - მხოლოდ 1 საათში.
საუზმე - დილის 8-9 საათზე, წყალზე მომზადებული შვრიის ფაფით. დაამატეთ 3 დაქუცმაცებული ნიგოზი, დარიჩინი გემოვნებით, 1 ს.კ. თაფლი და ლიმონის წვენი. ეს გახლავთ დღის შესანიშნავი დასაწყისი ენერგიის აღსავსებად. ასევე, ეს საუზმე სასარგებლოა თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის.
2 საათში გადავდივართ ხემსზე. ის შეიძლება უცხიმო ხაჭოს, ნატურალური იოგურტის ან მჟავე ვაშლისგან შედგებოდეს.
სადილი შეიძლება შედგებოდეს რთული ნახშირწყლებისგან. გამოაცხვეთ ან მოამზადეთ გრილზე ბოსტნეული, მოხარშეთ წიწიბურა, მოამზადეთ პასტა (მაგარი ჯიშის ხორბლის) ტომატის სოუსით ან ქათამი/ინდაური ბრინჯით. მთავარია, არაფერი შეწვათ და მინიმალურად გამოიყენოთ მარილი.
სამხარზე გამოაცხვეთ მწვანე ვაშლი. გაჭერით შუაზე, მოაყარეთ დარიჩინი და მოათავსეთ აირღუმელში 15 წუთით, შემდეგ მოაყარეთ გატარებული თხილი და მოასხით თაფლი. ან მიირთვით ხილის ჩირი.
ვახშამი - ეს პირველ რიგში ცილაა. მაგალითად, ხაჭო ან ცილის ომლეტი, თუ შიმშილს დიდად არ გღძნობთ. თუ ძალიან გშიათ, მაშინ მოამზადეთ ორთქლზე ფრინველის ხორცი ბოსტნეულით.
ვახშმის მერე 1 საათში ვარჯიშის დროა. ეს შეიძლება სპორტის ნებისმიერი სახეობა იყოს. დალიეთ დიდი ოდენობით წყალი, ეცადეთ 20:00-მდე. ვარჯიშის მერე 20 წუთში დალიეთ ნახშირწყლოვანი კოქტეილი.
ამის შემდეგ ორგანიზმს საჭმელი არ სჭირდება, მაგრამ თუ შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, მიირთვით უცხიმო ხაჭო, ძილის წინ 2 საათით ადრე.
თუ კვების ამ სქემას დაიცავთ, ნელნელა დაკარგავთ ზედმეტ წონას ისე, რომ ჯანმრთელობას არ ავნოთ.