გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან და დაიკელით წონა სულ რაღაც 48 საათში!
როგორც წესი, ზედმეტი წონის თავიდან მოსაშორებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივი დიეტები, აკრძალვები და დამღლელი ფიზიკური ვარჯიშები თქვენი ცხოვრების სტილში არ ჯდება, ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ უნიკალურ 48 საათიან დიეტას, რომელიც მთლიანად გაგიწმენდთ ორგანიზმს ტოქსინებისგან და დაგეხმარებათ ჭარბი წონის თავიდან მოშორებაში.
ეს დიეტა დაფუძნებულია 2 სახის სასმელზე, რომელიც საკუთარი ხელით უნდა მოამზადოთ სახლის პირობებში. სულ რაღაც 48 საათში თქვენ შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას დაგროვებული ტოქსინებისგან და დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რაც თავის მხრივ წონის კლებას განაპირობებს.
სასმელი N1:
მომზადება:
1. მოათავსეთ ქილაში ჯანჯაფილი, დარიჩინი, პიტნა და დაასხით მდუღარე წყალი. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მიღებული ნარევი 10 წუთით.
2. მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ მომზადებული ნარევი ოდნავ გაცივდება (ოთახის ტემპერატურაზე), ჩაამატეთ მასში თაფლი და ლიმონის წვენი.
3. მიირთვით მიღებული სასმელი ყოველდღიურად, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
სასმელი N2:
მომზადება:
1. მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და აურიეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე.
2. მიღებული სასმელი მიირთვით ყოველ დილით, უზმოზე.
ამ ორი დღის განმავლობაში შეეცადეთ უარი თქვათ ტკბილეულზე, გაზირებულ სასმელებზე, ნახევრადფაბრიკატებზე და ფქვილის ნაწარმზე. თქვენი კვების რაციონი მაქსიმალურად დატვირთეთ ახალი ბოსთნეულით და მარცვლეულით. მწვანე ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ შეუზღუდავი დოზით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

- 300 მლ წყალი;
- 1 ს.კ თაფლი;
- 0,5 ჩ.კ დანაყული ჯანჯაფილი;
- 0,5 ჩ.კ დარიჩინი;
- 1 ს.კ ლიმონის წვენი;
- პიტნის ყლორტი (ნედლი ან გამომშრალი);
მომზადება:
1. მოათავსეთ ქილაში ჯანჯაფილი, დარიჩინი, პიტნა და დაასხით მდუღარე წყალი. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მიღებული ნარევი 10 წუთით.
2. მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ მომზადებული ნარევი ოდნავ გაცივდება (ოთახის ტემპერატურაზე), ჩაამატეთ მასში თაფლი და ლიმონის წვენი.
3. მიირთვით მიღებული სასმელი ყოველდღიურად, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
სასმელი N2:
- 2 პომიდორი;
- ნივრის 4 კბილი;
- 6 ს.კ ლიმონის წვენი;
- 500 მლ წყალი;