გულის კუნთის გაჯანსაღება ქიმიური წამლების გარეშეც შეგიძლიათ
ყოველწლიურად ჩვენი ორგანიზმი თანდათან იფიტება და მის შესაჩერებლად უძლურნი ვართ, თუმც მისი შენელება - შესუსტება ძალგვიძს. ხნიერ ადამიანს, შესაძლოა, სიბერის გამო ატკივდეს გული და დაუსუსტდეს. გულის კუნთის გასაძლიერებლად უამრავ აბებს გამოგვიწერს ექიმი, როცა უწამლოდაც შეიძლება ფონს გასვლა. მაგალითად, კარტოფილის ნახარშის დალევა, რომელიც გულისთვის აუცილებელ უამრავ წვეთს შეიცავს. არსებობს უფრო ტკბილი წამლებიც, როგორიცაა ქიშმიში და ჭერმის ან გარგრის ჩირი. თქვენ წელიწადში ორჯერ შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროფილაქტიკური პროცედურები ქვემოთ შემოთავაზებული რეცეპტით და გული გაიჯანსაღოთ.
- შეიძინეთ 2 კგ უწიპწო ქიშმიში, გარეცხეთ და გააშრეთ. პირველი ერთი კილოგრამი უნდა მიირთვათ უზმოზე, საუზმემდე 40 წუთით ადრე, 40 მარცვალი. როცა ამას მორჩებით, მეორე დღე თითო მარცვალი მოაკლოთ ( დაიწყოთ 40 - დან და მიხვიდეთ 1 - მდე ). ქიშმიშის მიღების პერიოდში გამორიცხეთ ყოველგვარი ტკბილეული, რათა წონაში არ მოიმატოთ. სიმსუქნე გულის მტერია. ასევე, ხშირად მოამზადეთ და მიირთვით ჭერმის (კურაგა ) კომპოტი.
- აი კიდევ ერთი ტკბილი წამალი, რომელიც ქოშინს მოგიხსნით იმ მდგომარეობაშიც კი, თუკი ორმოცდაათ ნაბიჯსაც კი ვერ დგამთ. აიღეთ 1 ლიტრი თაფლი, ხორცსაკეპში გაატარეთ 10 თავი ( და არა კბილი ) ნიორი, წვენი გამოწურეთ და თაფლში აურიეთ. ერთი კვირა შეინახეთ თავდახურულ ქილაში. სვით დღეში ერთხელ 4 - 4 ჩ/კ, მაგრამ უმალ კი არა, ნელა, აუჩქარებლად, ერთმანეთის მიყოლებით. ეს 2 თვე გეყოფათ, ოღონდ ყურადღებით იყავით, რათა არც ერთი მიღება არ გამოგრჩეთ!