რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ კივი კანიანად

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ კივი კანიანად
კივის სარგებელზე ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ სმენია, რომ კივის კანი ბევრად უფრო სასარგებლოა. ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, რა მოხდება, თუ კივის კანიანად მივირთმევთ და ღირს თუ არა მისი სანაგვეში გადაყრა.



კივის კანი

სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის




კივი დაბალკალორიული ხილია და შესანიშნავია განმტვირთავი დღეების მსოაწყობად. მაგრამ მისი ეფექტი გაძლიერდება, თუ მას კანთან ერთად მივირთმევთ, რადგან დიდი ოდენობით უჯრედისი წმინდავს საჭმლის მომნელებელ სისტემას და კანს სუსტი საფაღარათე თვისებები გააჩნია.

ბუნებრივი ანტისეპტიკი



კანს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. მისი მიღებით, ხელს შეუშლით ნაწლავებში ბაქტერიების გავრცელებას. გარეგანი გამოყენებისთვის, დაიდეთ პატარა ჭრილობებზე, ეს დაგეხმარებათ ანთების ჩაცხრობაში და დააჩქარებს შეხორცების პროცესს.

ახანგრძლივებს ახალგაზრდობას



კივის კანი შეიცავს სილამაზისთვისა და ახალგაზრდობისთვის საჭირო სასარგებლო ანტიოქსიდანტებს. მათი რაოდენობა რბილობის შემცველობას 3-ჯერ აღემატება, ამიტომ ურიგო არ არის, კივის კანიანად მირთმევა.

კვებავს კანს



იმავე მიზეზით სასარგებლოა კივის კანით სახის გაწმენდა. ეს გახლავთ მაღალეფექტური შინაური სკრაბი.

მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით



კანი შეიცავს დიდი ოდენობით C ვიტამინს, ბევრად მეტს, ვიდრე ფორთოხალი, ასევე კალიუმის შემცველობა ბევრად აღემატება ბანანისას. ზამთარში, როცა ორგანიზმს ვიტამინები არ ჰყოფნის, ეს ხილი შეუცვლელია, მაგრამ სარგებლის ნახევარს დაკარგავთ, თუ მას კანის გარეშე მიირთმევთ.

კივი გლუვი რომ გახდეს, ბუსუსების მსოაცილებლად ჯერ გარეცხეთ და შემდეგ მოუსვით მშრალი ხელსახოცი.