10 მიზეზი იმისათვის თუ რატომ უნდა მიირთვათ ბევრი სტაფილო
საყოველთაოდ ცნობილი სტაფილო. ის არამარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოა ზოგადი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით კანისათვის, თვალებისათვის, კბილებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის.
მინიმუმ 10 მიზეზი მაინც არსებობს იმისათვის თუ რატომაც უნდა მიირთვათ ბევრი სტაფილო.
მინიმუმ 10 მიზეზი მაინც არსებობს იმისათვის თუ რატომაც უნდა მიირთვათ ბევრი სტაფილო.
- ბეტა - კაროტინი: სტაფილო ამ ძლიერი ანტიოქსიდანტის მდიდარი წყაროა, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნას და ხელი შეუწყოს კანის ჯანმრთელობას.
- საჭმლის მონელების გაუმჯობესება: სტაფილოს მოხმარება იწვევს ნერწყვის სეკრეციის და აუცილებელი მინერალების, ვიტამინებისა და ფერმენტების მიწოდების გაზრდას, რომლებიც საჭმლის მონელებას ეხმარებიან. სტაფილოს რეგულარულმა მიღებამ შეიძლება კუჭის წყლული და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებებიც განკურნოს.
- ტუტოვანი ელემენტები: სტაფილო მდიდარია ტუტე ელემენტებით, რომლებიც წმენდს და აცოცხლებს სისხლს, ნორმაში მოჰყავს ორგანიზმში მჟავა - ტუტოვანი ბალანსი.
- კალიუმი: ეს გემრიელობა კალიუმის კარგი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმის საჭირო დონის შენაჩუნებას, ამით აწესრიგებს არტერიულ წნევას.
- სტაფილო უზრუნველყოფს ნამდვილ სტომატოლოგიურ ჯანმრთელობას: ის სპობს მავნე მიკრობებს პირის ღრუში და ხელს უშლის კარიესს.
- გამოიყენეთ ჭრილობებისთვის: უმი გახეხილი სტაფილო შეიძლება გამოიყენოთ ჭრილობების, ნახეთქების შესახორცებლად, ანთების სამკურნალოდ.
- ფიტონუტრიენტები: მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად, მას ფიტო ქიმიური თვისებებიც აქვს, შეიცავს ფიტო დანამატ Falcarinol - ს, რომელიც ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს და ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
- კაროტინოიდები: სტაფილო მდიდარია კაროტინოიდებით, რომლებიც შეიძლება ორგანიზმმა გამოიყენოს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში დასახმარებლად.
- საკვები ბოჭკოები: სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს ხსნად უჯრედებს, რომლებსაც ქოლესტერინის დონის დაქვეითება შეუძლიათ, ამცირებენ თრომბების წარმოქმნას და აღკვეთენ გულის დაავადებებს.
- თვალები, თმა, ფრჩხილები და სხვა მრავალი! სტაფილოში არსებულ საკვებ ნივთიერებებს შეიძლიათ გააუმჯობესონ თქვენი თვალების, კანის, თმის, და სხვა მრავალის ჯანმრთელობა, მიეხმარონ სისტემების დეტოქსიკაციას და ახალი უჯრედების აგებას.