შემწვარი მწვანე პომიდორი: რთულია, ამაზე მარტივი და გემრიელი კერძის მოძიება!

შემწვარი მწვანე პომიდორი: რთულია, ამაზე მარტივი და გემრიელი კერძის მოძიება!
ეს კერძი ძალიან პოპულარულია სამხრეთ ამერიკაში. შესანიშნავი ხერხია, მოამზადო რაიმე გემრიელობა ზაფხულის ახალი ბოსტნეულისგან. მაშ ასე, შევდგეთ საქმეს:

ინგრედიენტები:

  • 4 პომიდორი
  • 1 კვერცხი
  • 50 მლ რძე
  • 3 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:
  1. მსხვილი მწვანე პომიდორები დაჭერით ნახევარსანტიმეტრიანი სისქის რგოლებად.
  2. თასში ათქვიფეთ კვერცხი და რძე. სხვა თასში შეურიეთ მსხვილი სიმინდის ფქვილი, მარილი და პილპილი.
  3. გაადნეთ კარაქი ტაფაზე. ამოავლეთ პომიდვრის ნაჭრები ჯერ რძის ნაზავში, შემდეგ სიმინდის ფქვილში. შეწვით 2-2 წუთით ორივე მხრიდან, სანამ შეიბრაწება.


გემრიელი და მარტივი კერძი მზად არის!