ასტროფიტუმ მინიოსტიგმა (Astrophytum myriostigma) - ყველაზე პოპულარული ასტროფიტუმი

ასტროფიტუმ მინიოსტიგმა (Astrophytum myriostigma) - ყველაზე პოპულარული ასტროფიტუმი
Astrophytum myriostigma - ყველაზე პოპულარული ასტროფიტუმია. მას ბუშტისმაგვარი, ხანდახან ცილინდრისმაგვარი ფორმა აქვს. მისი ნეკნები 4-დან 8-მდე მერყეობს, ყველაზე ხშირია - 5. 5-ნეკნიანი ფორმა ყველაზე დამახასიათებელია, და სწორედ ამიტომ, მცენარეს ხალხში „ეპისკოპოსის მიტრას“ უწიდებენ.

ნეკნებზე ჩამოშვებული არეოლებია, მას ეკლები არ აქვს. ყვავილების დიამეტრი 6 სმ-ს აღწევს, ნაზი ყვითელია, ხანდახან კი - წითელ-მონარინჯისფრო. ყვავილები ყველაზე ხშირად ზაფხულში იშლება და 2-3 დღეში ჭკნება. ოვალური მწვანე ნაყოფი ყავისფერ თესლებს შეიცავს. როდესაც ნაყოფი მწიფდება, ფართოდ იხსნება და ვარსკვლავის მსგავს ფორმას იღებს.

მცენარის სამშობლო მექსიკის ცენტრალური რაიონებია. იგი მხოლოდ თესლებით მრავლდება. დათესვა გაზაფხულზე, 20-22 გრადუსიან ამინდში ხდება.

მცენარე ნელა იზრდება, უყვარს მზიანი ადგილები და კარგად დამუშავებული კირიანი მიწა. გაზრდის დროს, კაქტუსი შეგიძლიათ მორწყათ, მათ შორის, მინერალური სასუქის ხსნარებით, ზამთარში მორწტვა საჭირო არ არის.

ეს სახეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უძლებს 3-6 გრადუსიან ტემპერატურას.