მკურნალობა ხალხური მეთოდებით , ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებისას
ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ასევე ცნობილია როგორც ჰიპერთირეოზი) არის შედარებით ხშირი ჰორმონული დაავადება, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი დიდი რაოდენობით ჰორმონებს გამოყოფს.
თირეოტოქსიკოზის სიმპტომები:
გახდომა, ტაქიკარდია, სხეულის გახურების (სიცხის) შეგრძნება; შინაგანი კანკალი, ჩახუთული სივრცის და მზეზე ყოფნის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, აღგზნებადობის და ნერვოზული ფონის მომატება, მოუსვენრობა, ხელების კანკალი. სიმძიმის ხასიათის მიხედვით განასახვავებენ მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და ძალიან მძიმე თირეოტოქსიკოზს.
მკურნალობა ხალხური მედთოდებით:
თირეოტოქსიკოზის სიმპტომები:
გახდომა, ტაქიკარდია, სხეულის გახურების (სიცხის) შეგრძნება; შინაგანი კანკალი, ჩახუთული სივრცის და მზეზე ყოფნის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, აღგზნებადობის და ნერვოზული ფონის მომატება, მოუსვენრობა, ხელების კანკალი. სიმძიმის ხასიათის მიხედვით განასახვავებენ მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და ძალიან მძიმე თირეოტოქსიკოზს.
მკურნალობა ხალხური მედთოდებით:
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებისას და მისი გადიდებისას ( ჩიყვი) დალიეთ კონკისძველას ფოთლის ნაყენი ( დააყენეთ ჩაივით ).
- აიღეთ სელის თესლი - 60 გრ, ძიძოს ბალახი - 60 გრ, დედოფლისთითას ბალახი - 50 გრ, მურა წყალმცენარეები - 60 გრ. ყველა კომპონენტი აურიეთ და დააქუცმაცეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- ჩიყვის დროს 2 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, გაწურეთ. ამ ნაყენში დაასველეთ ცხვირსახოცი, ან დოლბანდი და შემოიხვიეთ კისრის გარშემო.
- ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისას სახეხზე გახეხეთ ლიმონი, ან ფორთოხალი, კანიანად, აურიეთ შაქარში. მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში.
- აიღეთ წიწიბურას ფხვნილი - 1 წილი, დაქუცმაცებული ნიგოზი - 1 წილი, წიწიბურას თაფლი - 1 წილი. ყველა კომპონენტი აურიეთ. კვირაში ერთი დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ ეს ნარევი მე -2 და მე - 3 ხარისხის თირეოტოქსიკოზის დროს. ჩაი და წყალი დალიეთ სურვილისამებრ. მკურნალობის კურსი - 2 თვე.
- დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს ზღვის თევზი და ზღვის კომბოსტო. ბაზედოვის დაავადებულებმა და ჩიყვის მქონე ადამიანებმა ეს პროდუქტები მინიმუმ კვირაში ორჯერ უნდა მიიღონ.