სახელდახელო ხილის რულეტი დარიჩინის არომატით: ცხვება შიგთავსთან ერთად

სახელდახელო ხილის რულეტი დარიჩინის არომატით: ცხვება შიგთავსთან ერთად
თუ რულეტი არასოდეს გამოგიცხვიათ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ე რთულია. სინამდვილეში, ის ძალიან სწრაფად და ადვილად მზადდება, შედეგად კი იღებთ საოცრად გემრიელ ნამცხვარს. თუნდაც ეს ხილის რუეტი ავიღოთ: ლამაზი, მარტივი და რაც მთავარია, დაბალკალორიული.

ინგრედიენტები:

  • 4 ს.კ. ფქვილი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 5 გრ ვანილი
  • 0,25 გრ გამაფხვიერებელი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 4 კვერცხი
  • 2 ვაშლი
  • 10 შავი ქლიავი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • შაქრის პუდრი, დარიჩინი გემოვნებით


მომზადება:

  1. დაასხით შავ ქლიავს ცხელი წყალი და დატოვეთ 2 საათით, სანამ დარბილდება.
  2. მოაცილეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთს, გულს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ზეთი.
  3. ათქვიფეთ ცილა, ნელნელა დაამატეთ შაქარი, ფრთხილად დაუმატეთ გული.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი, მოუსვით კარაქი, დააწვეთ ხილი, მოაყარეთ დაფქული დარიჩინი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
  5. მზა ფენას ფრთხილად მოაძვრეთ ქაღლდი, ცხლადვე დაახვიეთ რულეტად. გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.