მას მერე, რაც გავიგე, რატომ აგროვებს ჩემი მეზობელი ყავის ნალექს, მეც ასე ვიქცევი. ფანტასტიკაა!

მას მერე, რაც გავიგე, რატომ აგროვებს ჩემი მეზობელი ყავის ნალექს, მეც ასე ვიქცევი. ფანტასტიკაა!
რითი იწყება ადამიანების უმეტესობის დილა? რა თქმა უნდა, არომატული ყავით, რომელიც გაცოცხლებს და მთელი დღის საკმარისი ენერგიით გამარაგებს. ყავის დალევის შემდეგ ნალექის გარეცხვას აპირებთ? ნუ იჩქარებთ, დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის - ნამდვილი საოცრებაა!

ყავის ნალექის გამოყენება

კანის მოვლა




ყავის ნალექის სკრაბი-ნიღაბი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, განაახლებს კანს, აუმჯობესებს კანის ფერს. შეურიეთ 3 ს.კ. ყავის ნალექი და 1 ჩ.კ. სქელი არაჟანი. წაისვით კანზე 5 წუთით, შემდეგ დაიზილეთ და დაიბანეთ.

ჰაერის განიავება




ყავა საოცარ არომატს შემოიტანს ოთახში, მისი ნალექი შეიწოვს უსიამოვნო სუნებს. განსაკუთრებით, სამზარეულოში.

ჭურჭლის წმენდა



ქიმიური საშუალებების ნატურალური ალტერნატივა. საშუალოდ დაბინძურებულ ემალის ქვაბებს ყავის ნალექი შესანიშნავად გაუმკლავდება.

სამზარეულოს ხელსახოცები



თუ სამზარეულოს ხელსახოცებიდან ლაქები ვერ ამოგყავთ, შეგიძლიათ შეღებოთ ყავისფრად, მოხარშეთ ყავის ნალექში!

ავეჯის რესტავრაცია



ყავის ნალექი დაფარავს მცირე ნაკაწრებს სამზარეულოს ავეჯზე და შეღებავს ხის ნატურალურ ფერში.

ნივრის დამარცხება



ნივრის დაჭრის შემდეგ, სუნის მოცილება ხელებიდან რთულია. თუმცა, ყავის ნალექს ესეც შეუძლია - მოისვით ნალექი ხელებზე - ნაზი კანი და სასიამოვნო არომატი გარანირებულია.