არასდროს იჩქაროთ ამ პოპულარული პროდუქტის თავიდან მოშორება. საოცარი შედეგი მყისიერად!

არასდროს იჩქაროთ ამ პოპულარული პროდუქტის თავიდან მოშორება. საოცარი შედეგი მყისიერად!
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები ყოველდღიურად 400 მილიონ ფინჯან ყავას მიირთმევენ. ამ ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რამდენად ეფექტურია ყავის ნალექი კოსმეტიკური მიზნებისთვის, რის გამოც მას დაუყონებლივ თავიდან იშორებენ.

ყავის ნალექი - უნიკალური პროდუქტი, რომელიც უამრავ სასარგებლო თვისებას ფლობს. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ყავის ნალექის გამოყენების რამდენიმე უჩვეულო, არაორდინალურ გზას, რომელიც აუცილებლად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.

1. საშუალება ცელულიტების წინააღმდეგ

თქვენ უნდა დაამზადოთ ყავის სკრაბი შემდეგი რეცეპტით: შეურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და ჩაამატეთ 5 წვეთი ქაფურის ზეთი. ცხელი შხაპის მიღების შემდეგ წაისვით მომზადებული მასა სხეულის პრობლემურ ზედაპირზე და იკეთეთ მასაჟი 5 წუთის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ცხელი შხაპის მიღება, რათა კანის ფორები კარგად გაიხსნას.

2. საშუალება ტკიპების წინააღმდეგ

იმისათვის, რომ იხსნათ საკუთარი ოთხფეხა მეგობარი პარაზიტებისგან, აუცილებელია კარგად დაბანოთ იგი და ტენიან ბეწვზე შეაზილოთ ყავის ნალექი. ყავის გაჯერებული სუნი მომენტალურად გაანადგურებს ტკიპებს, თანაც ისე, რომ ზიანს არ მიაყენებს თქვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობას.

3. დაკაწრული ავეჯის შესანიღბად

იმისათვის, რომ მოაშოროთ ნაკაწრები და მცირე დეფექტები ხის ავეჯს, დაამუშავეთ მისი ზედაპირი ყავის ნალექში ჩალბობილი ბამბის დისკით. ამ პროცედურას უნდა მიმართოთ ყოველდღიურად იქამდე, სანამ ნაკაწრები ბოლომდე არ გაქრება.

4. ნიღაბი ლიფტინგის ეფექტით

იმისათვის, რომ მოამზადოთ სახის ძალზედ ეფექტური ნიღაბი ლიფტინგის ეფექტით, შეურიეთ ერთმანეთში 1/4 ჭიქა ყავის ნალექი და 1 კვერცხის ოდნავ ათქვეფილი ცილა. მიღებული მასა წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 5 ან 7 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!