ფერადი კომბოსტო ყველის ხრაშუნა ქერქით: მსუბუქი და გემმრიელი სადილი
გემრიელი და სასარგებლო ფერადი კომბოსტო შებრაწული ყველის ქერქით - შესანიშნავი და უგემრიელესი კერძია, თანაც მისი მომზადება იოლია.
აირჩიეთ დიდი კომბოსტო. სოუსს პიკანტურობისთვის დაუმატეთ ცოტაოდენი მუსკატის თხილი და პაპრიკა.
ინგრედიენტები:
მომზადება:
აირჩიეთ დიდი კომბოსტო. სოუსს პიკანტურობისთვის დაუმატეთ ცოტაოდენი მუსკატის თხილი და პაპრიკა.
ინგრედიენტები:
- 1 ფერადი კომბოსტო
- 500 მლ რძე
- 2 ს.კ. კარაქი
- 1 ხახვი
- 1 ჩ.კ. ფქვილი
- 150 გრ ყველ გაუდა
- 2 კვერცხის გული
- 6 ს.კ. ნაღები
- 2 ს.კ. პარმეზანი
- 1 ს.კ. ღორის ქონი
მომზადება:
- მოხარშეთ კომბოსტო 10 წუთის განმავლობაში, წყალს დაუმატეთ 400 მლ რძე. 175 მლ ნახარში შეინახეთ.
- დაჭერით წვრილად ხახვი, მოთუშეთ კარაქში, დაამატეთ ფქვილი, მოურიეთ. დაასხით კომბოსტოს ნახარში და დარჩენილი 100 მლ რძე. ცოტა ხანში დაუმატეთ ყველი გაუდა, მოაყარეთ მარილი და პილპილი, შემდეგ გადმოდგით.
- გაახურეთ გაზქურა 200 გრადუსზე. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ კვერცხის გული და ნაღები და 2 ს.კ. სოუსი, შემდეგ მიღებული მასა ჩაასხით სოუსში.
- წაუსვით ქონი გამოსაცხობ ფორმას, მოათავსეთ კომბოსტო, მოასხით სოუსი, მოაყარეთ პარმეზანი, დაადეთ დარჩენილი კარაქი, გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.