გულმოკლული დედა: „აბროტი - მკვლელობაა!“ აი, მისი 14 კვირის ასაკის შვილის ფოტო

გულმოკლული დედა: „აბროტი - მკვლელობაა!“ აი, მისი 14 კვირის ასაკის შვილის ფოტო
ფელიცია ქეში და მისი ქმარი 13 წელი იტანჯებოდნენ უშვილობისგან, სანამ 3 გოგონა არ იშვილეს. ამის მერე მან კიდევ 2 ვაჟი გააჩინა. ამ გაზაფხილზე კი ის ისევ დაორსულდა - ტყუპებით. თუმცა, ორსულობას გართულებები მოჰყვა.

ფელიცია ჰყვება: „ორსულობის მეექვსე კვირაზე უამრავი გართულება მქონდა. საავადმყოფოში დავწექი სისხლდენით, შემეშინდა, ნაყოფი არ დამეკარგა. ექოსკოპია გამიკეთეს და მითხრეს, რომ ორიდან ერთ-ერთი დავკარგეთ, მეორე კი ჯანმრთელად გამოიყურება“.

სამწუხაროდ, ექიმები ცდებოდნენ.

„ორშაბათს დილით ისევ დამეწყო სისხლდენა, შემდეგ ტკივილები. ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა.
ქმარს დავურეკე, სამსახურიდან რომ მოსულიყო, მაგრამ უკვე 10 წუთში წყალი დავღვარე და მეორე პაწია ვიმშობიარე“.



პატარა ჯაპეტ პისი 14 კვირის ასაკში დაიბადა. ქეშმა ფოტო ფეისბუქზე განათავსა იმისთვის, რომ ენახებინა, 3,5 თვის ბავშვი - ეს უბრალოდ „უჯრედების გროვა“, ქსოვლების ნაჭერი“ ან „უფორმო სხეული“ არ არის.

მან დაწერა: „ჩვენი მშვენიერი ჯაპეტ პისი 24 ივლისს დაიბადა 14 კვირის ასაკში. ის იდეალურად არის ფორმირებული, ფრჩხილებიც კი აქვს. მისი თხელი კანის ქვეშ ძარღვებიც კი ჩანს, ასევე, კარგად ფორმირებული კუნთები“.



ქეშს სწამს, რომ მისი პოსტები ფეხმძიმეებს დაეხმარებათ, გადაიფიქრონ აბორტის გაკეთება, რადგან ეს მკვლლობაა.

გულმოკლული დედა: „აბროტი - მკვლელობაა!“ აი, მისი 14 კვირის ასაკის შვილის ფოტო

„გთხოვთ, თუ აბორტის გაკეთებას გეგმავთ, უარი თქვით ამ იდეაზე. ეს არ გახლავთ ვინმეს დამცირების მიზანი, ეს თხოვნაა, ქალის თხოვნა, რომელმაც სულ ახლახან ბავშვი დაკარგა.“



„ვიცი, ბევრ ქალს ჰგონია, რომ არჩევანი არ აქვს, შემდეგ კი ნანობენ, აბორტი რომ გაიკეთეს. მიუხედავად ამ უბედურების, ტანჯვისა და ცრემლებისა, მაინც მადლიერი ვარ ღმერთის, ცხოვრება ჯაპეტს რომ გავუზიარე“.