იების გამრავლება ფოთლით: ინსტრუქცია
- ვარჩევთ შესაფერის ფთოლს - დიდს, გრძელი ღეროთი, არც ახალგაზრდა უნდა იყოს და არც ბებერი. ეცადეთ, რომ მასზე ჭკნობის კვალი ან ნაკაწრები არ აღინიშნებოდეს. ოდნავ გვერდულად მოჭერით ბოლო.
- შეარჩიეთ შესაფერისი ჭურჭელი - გამოდგება მცირე შუშის ჭიქა ან კერამიკული ჭირჭელი. გამჭვირვალეში უკეთ შეიძლება დაკვირვება, გაჩნდა თუ არა ფესვები. ჩაასხით წყალი და მოათავსეთ ფოთოლი. ფესვები, როგორც წესი, 2 კვირაში უნდა წარმოიქმნას.
- ამის შემდეგ, ის მზადაა დასარგავად. მეყვავილეების უმეტესობა, ფოთოლს პლასტმასის ჭიქაში რგავს, დაბლა რამდენიმე ნახვრეტს უკეთებს და შემდეგ უკვე გადარგავს დიდ ქოთანში. მაგრამ შესაძლოა, პლასტმასში კარგად ფესვგამდგარმა იამ მეორედ გადარგვისას კარგად არ გაიხაროს, ამიტომ, უმჯობესია, ქოთანში დარგათ თავიდანვე.
- დარგვის პროცესი. ყვავილების მაღაზიაში სპეციალური გრუნტი იყიდება იებისთვის, რომელშიც ისინი კარგად ხარობენ. უმჯობესია, გამოიყენოთ თიხის ქოთანი, მასში მცენარე თავს კომფორტულად გრძნობს. ჩაყარეთ გრუნტი, დატოვეთ ზედაპირზე 2-3 სმ, გააკეთეთ მცირე ჩაღრმავება შუაში და ჩაასხით ცოტაოდენი წყალი. ჩარგით ფოთოლი, შეავსეთ ჩაღრმავება და ცოტათი დატკეპნეთ გრუნტი. მორწყით და დადგით რაფაზე.
- ია ცუდად ხარობს რაფაზე, სადაც მზის პირდაპირი სხივები ხვდება, ამიტომ აირჩიეთ ფანჯარა, სადაც მზე მხოლოდ დილით ან საღამოს საათებში ხვდება, დანარჩენ დროს კი სინათლე საკმაოდაა.