იების გამრავლება ფოთლებით — დეტალური ინსტრუქცია

იების გამრავლება ფოთლებით — დეტალური ინსტრუქცია
დიდი ხანია რაც სამებაღეო კულტურები შორის იებიც გამოჩნდა, ახლა კი მას გულდასმით ზრდიან ოთახის პირობებშიც. მისი ხავერდოვანი ფოთლები და ულამაზესი ყვავილობა გულგრილს არავის ტოვებს.ამ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია გასწავლით იას ფოთლებით გამრავლების,მარტივ და სწორ გზას.

  1. ვირჩევთ შესაფერის ფოთოლს. სასურველია აარჩიოთ ასაკოვანი მცენარის საკმაოდ დიდი ფოთოლი, რძელი ღეროთი - ის არ უნდა იყოს არც ზედმეტად მოხუცი და არც ახალგაზრდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ იყოს შემხმარი, დაკაწრული, დალაქავებული. მოვჭრათ ის ბასრი დანით ან სხვა ნებისმიერი ბასრი პირით - ოდნავ ცერად.

  2. ახლა უნდა შევარჩიოთ მოსახერხებელი ჭურჭელი -გამოგადგებათ მცირე ზომის შუშის ჭიქა, კერამიკული ჭურჭელი. გამჭვირვალე ჭურჭელში თქვენ მარტივად დაინახავთ წარმოიქმნა თუ არა ფესვი. ჩაასხით შერჩეულ ჭურჭელში წყალი და მოათავსეთ მასში ფოთოლი. როგორც წესი დაფესვიანება რამოდენიმე კვირაში ხდება.
  3. მას შემდეგ რაც ღერო დაფესვიანდება, ის მზადაა დასარგავად. დარგვის (გადარგვის) პროცესი საკმაოდ სადაო ეტაპია. სენპოლიების მოყვარულების უმრავლესობა ფოთოლს პლასმასის ჭიქაში რგავს, რომელსაც ქვემოდან რამოდენიმე პატარა ნახვრეტს უკეთებს, შემდეგ კი ახალგაზრდა მცენარეს დიდი ზომის ქოთანში გადარგავენ ხოლმე. თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, პლასმასის ჭიქაში კარგად დაფესვიანებული ია განმეორებითი გადარგვის დროს შესაძლოა ცუდად ან საერთოდ აღარ გაიზარდოს. ამიტომ უმჯობესია თავიდანვე იმ ქოთანში დარგოთ, რომელიც სპეციალურად ამ ყვავილისთვის შეარჩიეთ.
  4. დარგვის პროცესი. ყვავილების მაღაზიებში სენპოლიებისთვის სპეციალური გრუნტი იყიდება, რომელშიც ეს მცენარეები როგორც წესი ძალიან კარგად იზრდებიან. უმჯობესია გამოიყენოთ თიხის ქოთანი - მასში მცენარე თავს საკმაოდ კონფორტულად გრძნობს. ვყრით გრუნტს, ვუტოვებთ 2-3 სანტიმეტრს კიდემდე, ვაკეთებთ მცირე ორმოს ცენტრში და ვასხამთ ამ ორმოში მცირეოდენნ წყალშ. ვრგავთ მასში ფოთოლს, ამოვავსებთ ორმოს და ღეროს გარშემო გასამაგრებლად თითებით მოვტკეპნით მიწას. ამის შემდეგ კიდევ ცოტას მოვრწყავთ და მოვათავსებთ ფანჯრის რაფაზე.
  5. იები ცუდად იზრდებიან ფანჯრის რაფებზე რომელზეც მზის პირდაპირი სხივებია მიმართული. ამიტომ უმჯობესია აარჩიოთ ფანჯარა, რომელსაც მხოლოდ დილის ან საღამოს მზის სხივები უდგება, ხოლო დღის სხვა მონაკვეთში კარგად იქნება განათებული.


იების ფოთლებით გამრავლება - მარტივი და სასიამოვნო პროცესია. ხოლო როდესაც ყვავილობის დრო დადგება თქვენ ორმაგად გახარებული იქნებით ვინაიდან ის თქვენი გამოზრდილი მცენარე იქნება. თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც.

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეოს იების მოვლის ხრიკების შესახებ.