კარტოფილის 8 საოცარი თვისება, რომელიც უეჭველად გაგაოცებთ. №5 ნამდვილი საოცრებაა

კარტოფილის 8 საოცარი თვისება, რომელიც უეჭველად გაგაოცებთ. №5 ნამდვილი საოცრებაა
არ არსებობს ოჯახი, სადაც კარტოფილი არ მოიპოვება. სწორედ ეს უგემრიელესი პროდუქტი წარმოადგენს ჩვენი კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს. გაგიკვირდებათ, თუმცა გარდა უგემრიელესი კერძების მომზადებისა, ეს პროდუქტი მრავალი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. დღეს ჩვენი რედაქცია კარტოფილის ალტერნატიული გამოყენების რამდენიმე გზას გაგაცნობთ.



კარტოფილის თვისებები

  1. ჟანგის მოშორება
    თუ თქვენ საშუალო ზომის კარტოფილს შუაზე გაჭრით, მიიღებთ არაჩვეულებრივ საშუალებას სამზარეულოს ნივთებიდან ჟანგის მოსაშორებლად. მოცემული პროდუქტი შეიცავს განსაკუთრებულ მჟავას, რომელიც ანადგურებს ჟანგს. უბრალოდ გახეხეთ ძველი ტაფა ან ქვაბი შუაზე გაჭრილი კარტოფილით და მოითმინეთ 30 წუთი. შემდეგ გააპრიალეთ ზედაპირი უხეში ღრუბლის გამოყენებით. სამზარეულოს ნივთები ახალივით იბრწყინებს!



  2. ვერცხლის გაპრიალება
    როგორ მივანიჭოთ საოცარი ბზინვარება ვერცხლის ნაწარმს სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე? ეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი უბრალო კარტოფილის დახმარებით. თუ გსურთ, ვერცხლის კოვზში საკუთარ ანარეკლს ხედავდეთ, მოხარშეთ რამდენიმე კარტოფილი ნახევარ ლიტრ წყალში. მიღებულ ნახარშში ვერცხლის ნივთები მოათავსეთ 25-30 წუთით და შემდეგ გააპრიალეთ რბილი ქსოვილის გამოყენებით. საოცარი ბზინვარება გარანტირებულია!



  3. ტყავის ფეხსაცმლის გაპრიალება
    კარტოფილის დახმარებით შესაძლებელია არა მხოლოდ ვერცხლის ნივთებისთვის, არამედ ტყავის საყვარელი ფეხსაცმლისთვის საოცარი ბზინვარებისა და სილამაზის მინიჭება. გაჭერით შუაზე ნაყოფი და მისი რბილობით დაამუშავეთ ფეხსაცმლის ზედაპირი. რამდენიმე წუთის შემდეგ ძველი ჯაგრისის გამოყენებით კარგად გახეხეთ ტყავის ზედაპირი. მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!



  4. პლასტმასის შემცვლელი
    პირადად მე გაოცება ვერ დავმალე, როდესაც მაღაზიაში კარტოფილის სახამებელზე დამზადებული ჭურჭელი აღმოვაჩინე. როგორც გაირკვა, კარტოფილის სახამებელი იდეალური მასალაა ბიოდეგრადირებადი ერთჯერადად გამოსაყენებელი ჭურჭლის დასამზადებლად. თანამედროვე მწარმოებელთა უმრავლესობა უკვე ფართოდ იყენებს მოცემულ პროდუქტს პლასტმასის თეფშების, ჩანგლების, კოვზებისა და ჭიქების დასამზადებლად. გარდა იმისა, რომ ამ პროდუქციის წარმოება ასე გაცილებით იაფი ჯდება, ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი ჭურჭელი არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის.



  5. კარტოფილი - არაჩვეულებრივი მკურნალი
    კარტოფილის წვენი - თქვენი საუკეთესო მეგობარი, როდესაც საუბარი მრავალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაზე მიდის. მისი დახმარებით შესაძლებელია წყლულებისგან გამოწვეული ტკივილისა და წელის ტკივილის შემსუბუქება, გულძმარვის დამარცხება, სახსრების გაჯანსაღება და ა.შ. სამკურნალო წვენის დასამზადებლად უბრალოდ რამდენიმე ნაყოფი, გაასუფთავეთ ის კანისგან და გაატარეთ წვენსაწურში. მიიღეთ ყოველდღიურად 1 ჭიქა ეს წვენი და ხანმოკლე დროში საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.



  6. თვალებიდან შავი წრეებისა და შეშუპების მოშორება
    ცხოვრების თანამედროვე ტემპი იმდენად ჩქარია, რომ საკმაოდ ხშირად დაღლილობის ნიშნები სახის კანზე იჩენს თავს. განსაკუთრებით მომაბეზრებელი და არაესთეტიური თვალების ქვემოთ ბალიშების, შეშუპების გაჩენაა. მოცემული პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა მარტივად არის შესაძლებელი საოცრად იაფი პროდუქტის, კარტოფილის დახმარებით. უბრალოდ აიღეთ ორი პატარა ზომის თხელი ნაჭერი და დაიფინეთ ორივე თვალზე. გაიჩერეთ დაახლოებით 20-25 წუთით და შეშუპება უკვალოდ გაქრება. რეგულარულად ამ პროცედურის ჩატარების შედეგად თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ მოცემული უსიამოვნო მოვლენის შესახებ.



  7. კანის მოვლა
    კარტოფილი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ეფექტურად ებრძვის გამონაყარს, კანის ჭარბცხიმიანობას, ამცირებს მცირე ზომის ნაოჭებს და ღრმად წმენდს კანის ფორებს. ნედლი კარტოფილის სასარგებლო გავლენა ჩვენს კანზე ფასდაუდებელია!

    აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი, გაასუფთავეთ ის კანისგან და გაჭერით შუაზე. კარგად გარეცხილი რბილობით შეუდექით კანის პრობლემური მონაკვეთის დამუშავებას. დაიტოვეთ მისი წვენი სამოქმედოდ კანზე დაახლოებით 2 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. შეიმშრალეთ სახე რბილი ქსოვილის გამოყენებით. რეგულარული პროცედურების შედეგად თქვენი კანი ახალგაზრდულ და ლამაზ იერსახეს შეიძენს.



  8. ბუნებრივი აკუმულატორი
    რაც არ უნდა გასაკვირი და გასაოცარი იყოს, კარტოფილის 2 ნაყოფი მარტივად შეგვიძლია ვაქციოთ ელექტროენერგიის ბუნებრივ წყაროდ, რომლის დახმარებითაც რამდენიმე ნათურის ანთება იქნება შესაძლებელი.



არ დაგავიწყდეთ ამ საინტერესო ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!