როგორ გავახაროთ ვარდი მოჭრილი ყვავილისგან

როგორ გავახაროთ ვარდი მოჭრილი ყვავილისგან
ბევრს შეუმჩნევია ალბათ, როდესაც ვარდების თაიგულს ჩუქნიან, რამდენიმე დღეში ღეროზე ახალი ყლორტები ჩნდება. ამ დროს, რაც პირველად აზრად მოგდის, არის - მისცე მცენარეს ახალი სიცოცხლე და ასეთივე ლამაზი ყვავილი გაახარო. ამისათვის კი რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.

ინსტრუქცია:

  1. დაელოდეთ თაიგულის დაჭკნობას (არასრულს). ღეროები დაჭერით ისე, რომ თითოზე არანაკლებ სამი კვირტი იყოს. თითო ფრაგმენტს 2 კვანძი უნდა ჰქონდეს.
    როგორ გავახაროთ ვარდი მოჭრილი ყვავილისგან


  2. ბასრი დანით გააკეთეთ მცირე დახრილი მონაჭერი პირდაპირ ღეროზე და პირდაპირი მონაჭერი 0,5 სანტიმეტრით მაღლა ღეროდან. ქვედა ფოთლები მთლიანად მოაშორეთ, ზედა ნასახევროდ დატოვეთ.



  3. აიღეთ მცენარის ზრდის გასაუმჯობესებელი პრეპარატი, მაგალითად, კორნევინი ან ჰეტეროაუქსინი, გახსენით ინსტრუქციის თანახმად და მოათავსეთ ღეროები 12-14 საათით.



  4. მოამზადეთ ქოთანი ფხვიერი მკვებავი მიწით. დარგეთ ღეროები დახრილად, შუა ღერო მიწის ოდნავ ზემოთ უნდა იყოს.



  5. გაჭერით თავსახურიანი პლასტმასის ბოთლი შუაზე. ზედა ნაწილი ღეროებს დააფარეთ. ნარგავისთვის ოპტიმალური ტემპერატურა გახლავთ +25 გრადუსი.


მორწყით ნარგავი დღეში 5-6-ჯერ ოთახში დაყენებული წყლით. დროდადრო მოაპკურეთ წირკონის ან ეპინის სუსტი ხსნარი. მიწა ქოთანში მუდამ ნესტიანი უნდა იყოს.